უკვე ორი წელია ახალქალაქის გზებზე სხვადასხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებით სატვირთო მანქანები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამით ქვეყანა შემოსავალს იღებს, მაგრამ ახალქალაქის გზები არ იყო მზად ასეთი მოძრაობისთვის: გზები დანგრეული და ძალიან ვიწროა, რის შედეგადაც ხშირად ხდება ავარიები.
2022 წლის მაისიდან საქართველო-თურქეთის გამშვებ სასაზღვრო პუნქტთან მიმავალ ახალქალაქ-კარწახის გზატკეცილზე ხშირად გროვდება სატვირთო მანქანები. ისეც მომხდარა, რომ Jnews-მა 800 სატვირთო მანქანა დააფიქსირა. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში ტრანზიტული სატვირთო მანქანების ნაკადის მკვეთრი მატების გამო რიგები გროვდება.
ამ პირობებში საქართველოში სატრანზიტო გზების საფასურიც გაიზარდა. თუ 2022 წლის 20 ივნისამდე სატრანზიტო სატვირთო მანქანების მძღოლები ან სატრანსპორტო კომპანიები იხდიდნენ 200 ლარს, ამის შემდეგ დაიწყეს 350 ლარის გადახდა. თუმცა, ახალქალაქში, გაუმჯობესების ნაცვლად, სატრანზიტო გზების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
Jnews-ი არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს. ხშირად ახალქალაქში შესვლისას, ე.წ. შოთა რუსთაველის ძეგლის ქვეშ მდებარე ტერიტორიაზე, ასევე ახალქალაქი-არაგვის გზატკეცილზე, სოფელ ხულგუმოს გადასახვევთან მანქანები სატვირთო მანქანებս გზას უთმობენს, რათა არ შეიქმნას ავარიული სიტუაცია. ამ მონაკვეთებზე მოსახვევები ძალიან მკვეთრია, ხოლო გზა ძალიან ვიწრო.
ეს პრობლემა მრავალი წელია არ მოგვარებულა, რაც მძღოლების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, როგორც თავად მძღოლები აღნიშნავენ და როგორც ავარიების რაოდენობა გვიჩვენებს, გზის არც ერთი მონაკვეთი, სადაც მოსახვევია, სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
2024 წლის დასაწყისში, 4 იანვარს, წელი დაიწყო თურქული ნომრების სატვირთო მანქანის ავტოავარიით . სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელმაც ახალქალაქის შესასვლელთან ვერ გადაუხვია, ამობრუნდა და მდინარეში გადავარდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
საერთაშორისო მნიშვნელობის გზები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურისდიქციაშია. გზების ამ მდგომარეობას ადგილობრივი ხელისუფლება ხედავს, მაგრამ დამოუკიდებლად ვერაფერს შეცვლის.
ამ თემაზე Jnews-ი ტელეფონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პავლე გამყრელიძეს ესაუბრა, რომელმაც თქვა შემდეგი:
„თქვენ იცით, რომ ახალქალაქის შესასვლელში გზის ეს მონაკვეთი გარემონტდა, მათ შორის ახალქალაქი-ნინოწმინდის გზა, როგორც კი ამინდის პირობები საშუალებას მოგვცემს, გზებს შემოვივლით, გზების აღწერას ჩავატარებთ, ხოლო თუ სადმე გამოსწორებაა საჭირო, ან გზის რომელიმე მონაკვეთზე იქნება შეკითხვა რადიუსის გასწორებაზე ან გაზრდაზე, ჩვენი სპეციალისტები ამ ყველაფერს გადახედავენ და შემდეგ პრობლემა მოგვარდება. სიმართლე გითხრათ, აქამდე ის პრობლემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, დეპარტამენტში არ იყო წარდგენილი და შესაბამისად, საკითხი შეისწავლება და საჭიროების შემთხვევაში, ნაბიჯები გადაიდგმება“, – თქვა პავლე გამყრელიძემ.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ვაჩიანი-კარწახის გზაზე ისევ სატვირთო მანქანების კილომეტრიანი რიგები (Video)
ავარია ახალქალაქი-ახალციხის გზაზე ფატალური შედეგით
ახალქალაქი-არაგვას გზაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა
ახალქალაქი-ბაკურიანის გზაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა
ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო მანქანა ამობრუნდა
ახალქალაქში თურქული სატვირთო მანქანა ამობრუნდა
ახალქალაქი-არაგვას გზატკეცილზე გადაბრუნებული ტექნიკის ევაკუაცია მიმდინარეობს