18 ივნისს, გამთენიისას, ახალქალაქის შესასვლელთან, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა ამობრუნდა. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა.
დაახლოებით დილის 11 საათზე ახალქალაქის შესასვლელთან ქართული ნომრით სატვირთო მანქანა ამობრუნდა. მძღოლი არ დაშავებულა, მხოლოდ სატვირთო ნაწილი ამობრუნდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მანქანის სწორად მობრუნება ვერ შეძლო.
ახალქალაქის შესასვლელთან საავტომობილო გზა მძიმე სატვირთო მანქანებისთვის ძალიან მოუხერხებელია. ვიწრო მონაკვეთები და მკვეთრი მოსახვევები უბედური შემთხვევების მიზეზი ხდება.