„აბული“ რეგიონული ლიგის B ჯგუფში საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს

„აბული“ რეგიონული ლიგის B ჯგუფში საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს

ახალქალაქის საფეხბურთო კლუბი „აბული“ მაღალი პოზიციებისთვის ბრძოლას აგრძელებს და მე-30 ტურის მატჩის წინ, 50 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ გუნდის ანგარიშზე 16 მოგება, 2 ფრე და 10 მარცხია. „აბულის“ ფეხბურთელებმა 69 გოლი გაიტანეს და 55 გაუშვეს, ბურთების შეფარდება კი +14-ს შეადგენს.

წინ გუნდს თბილისის „ორბი-2“-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. შეხვედრა 23 ნოემბერს, თბილისში, სტადიონ „შატილზე“ გაიმართება. თამაშის დაწყება 16:00 საათზეა დაგეგმილი. მომავალ მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სატურნირო მდგომარეობა ანიჭებს. მეოთხე ადგილზე „ცხუმია“, რომელსაც 28 მატჩის შემდეგ 52 ქულა აქვს. შესაბამისად, „აბული“ მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და შედეგის გაუმჯობესების კარგ შესაძლებლობას ინარჩუნებს.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე