ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანი წარმატებით ასპარეზობს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კრივში, რომელიც ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარეობს. გუშინ, 18 ნოემბერს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორ აივაზიანმა ხორვატი მოკრივე ვადა პრკაცინი დაამარცხა და შეჯიბრების მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატზე გორმა პირველი ორთაბრძოლა 16 ნოემბერს გამართა. მაშინ მან ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ბელარუს მოკრივეს, დმიტრი დვარნიჩენკოს სძლია და 1/8 ფინალში გადავიდა.

გორ აივაზიანის მომდევნო ორთაბრძოლა ხვალ გაიმართება. მწვრთნელები და გულშემატკივრები მის მორიგ გამარჯვებას ელიან.

აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კრივში 15 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ პორეჩში დაიწყო. ტურნირზე საქართველოს ათი სპორტსმენი წარმოადგენს, მათ შორისაა ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანიც.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე