აფეთქება ქვემო ფონიჭალაში – 6 დაღუპული, 5 დაშავებული

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში – 6 დაღუპული, 5 დაშავებული

თბი­ლის­ში, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბას და ამით გა­მოწ­ვე­ულ ნგრე­ვას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია.
“სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია – ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­ვიყ­ვა­ნეთ 6 გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის ერთი ბავ­შვი, მაშ­ვე­ლებ­მა სა­ერ­თო ჯამ­ში 5 მო­ქა­ლა­ქე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში”, – ახა­დებს თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

მი­ნის­ტრმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი 7 წლის გო­გო­ნა 3 წლის თა­ი­ას დაა, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნან­გრე­ვე­ბი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს ასე­ვე, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მცი­რე­წლოვ­ნის დე­დაც.

მი­ნის­ტრის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლი ხუთი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე.

ვინ არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი?
ნინო ჭე­ლი­ძე და მისი შვი­დი წლის შვი­ლი, ნუ­ცი­კო ფხა­ლა­ძე – ნინო ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი სამი წლის თა­ი­ას დე­დაა. ის ხუთი შვი­ლის დედა იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი შვი­ლი სკო­ლა­ში გა­უშ­ვა, მე­უღ­ლე სამ­სა­ხურ­ში იყო, აფეთ­ქე­ბი­სას ნინო, ნუ­ცი­კო და თაია იყ­ვნენ სახ­ლში.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე