ახალციხეში ავტომობილებისა და სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ახალციხეში ავტომობილებისა და სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ასევე უკანონოდ დაეუფლა ერთ სატრანსპორტო საშუალებას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული ავტომობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე