გაზმომარაგება ჯავახეთში, 5 ნოემბერს აღდგება

გაზმომარაგება ჯავახეთში, 5 ნოემბერს აღდგება

ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ამ მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზმომარაგების აღდგენა, რომელიც 4 ნოემბრის 16:00 საათზე იყო დაგეგმილი, წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და დამატებითი სამუშაოების გამო შეუძლებელია. გაზმომარაგების კომპანია SJGC იუწყება, რომ გაზის მიწოდება 5 ნოემბერს, 16:00 საათზე აღდგება.

SJGC ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის.

შეახსენებთ, რომ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 06:00 საათიდან გაზმომარაგება შეწყდა მრავალ ქალაქსა და სოფელში, მათ შორის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. გეგმის მიხედვით, აღდგენა 4 ნოემბრის 16:00 საათისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა წარმოიშვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე