ახალქალაქის „აბულმა“ „მეშახტე“ დაამარცხა

ახალქალაქის „აბულმა“ „მეშახტე“ დაამარცხა

ახალქალაქის საფეხბურთო გუნდმა „აბულმა“ 27-ე ტურის მატჩში ტყიბულის „მეშახტე“ დაამარცხა. შეხვედრა 3 ნოემბერს სოფელ დილისკაში გაიმართა და ახალქალაქური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

თამაშის განმავლობაში „აბულის“ ფეხბურთელებმა — რაფაელ დარბინიანმა, ლუკა ბერიანიძემ და ვლადიმერ ნერსესიანმა გამოიჩინეს თავი.

ახალქალაქის გუნდი „აბული“ რეგიონულ ლიგაში (B ჯგუფი) ასპარეზობს. 26 მატჩის შედეგებით გუნდმა 47 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე