გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზის თანახმად, 3-დან 5 ნოემბრის ჩათვლით ჯავახეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან უნალექოდ, ხოლო 5 ნოემბერს შესაძლებელია თოვლიც. გთავაზობთ ამინდის დეტალურ პროგნოზს დღეების მიხედვით:
3 ნოემბერი, 2026 წელი – სამშაბათი
ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით მომატებით. ღამით ადგილობრივად ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°, ადგილობრივად +15°-მდე.
4 ნოემბერი, 2026 წელი – ოთხშაბათი
ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ადგილობრივად ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°, ადგილობრივად +16°-მდე.
5 ნოემბერი, 2026 წელი – ხუთშაბათი
ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგიერთ, ხოლო დღისით უმრავლეს რაიონში წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, დღის ბოლოს ჩრდილოეთის მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღის მეორე ნახევარში ადგილობრივად ძლიერი 17-22 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°.