დღეს, 2 სექტემბერს, ახალქალაქი-ახალციხის გზატკეცილზე, ქალაქ ახალქალაქის შესასვლელთან, მოხვევის დროს, თურქული სატვირთო ავტომობილი ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადაბრუნდა.
Jnews- ის ცნობით, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.
უბედური შემთხვევის გამო გზის მონიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გართულებულია.