სამინისტროების გაერთიანება და მინისტრის თანამდებობის გაუქმება

16.09.2026 Newsroom სიახლე 337
სამინისტროების გაერთიანება და მინისტრის თანამდებობის გაუქმება

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებად – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ამასთან, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე