დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახალქალაქი-არაგვას გზატკეცილზე, სოფელ ხულგუმომდე არ მისული, სატვირთო მანქანა ამობრუნდა, რომრლშიც ორი სატკეპნი იყო დატვირთული. შემობრუნებისას ერთ-ერთი სატკეპნი ამობრუნდა და სატვირთოდან გადმოვარდა.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გზა ჩაკეტილი იყო, ახლა გზა ღიაა, მაგრამ სატკეპნი ჯერ კიდევ გზაზეა. ეს ტექნიკა ეკუთვნის კომპანია “ჯავახ ავტო გზას”, რომელიც ამ გზას არემონტებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იმავე კომპანიის მანქანა, რომელიც ამ გზას ემსახურება, ამ მოსახვევში გადაბრუნდება. მსგავსი შემთხვევა 2023 წლის აპრილშიც მოხდა.
აღვნიშნავთ, რომ ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი უჩივიან გზის სივიწროვეს. სატვირთო მანქანებს იქ შემობრუნება ძალიან უჭირთ.