მოკრივემ ჯავახეთიდან, ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა. ამჟამად 59 კგ წონით კატეგორიაში ის მე-3 ადგილზეა.
კრივი 10 სექტემბერს ორლანდოში, ფლორიდაში გაიმართა. 8 რაუნდიან მატჩში მე-6 რაუნდში ერანოსიანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა მეტოქე. მისი მეტოქე მექსიკელი სეზარ ხუარესი იყო.
„მე და ჩემი გუნდი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამ გამარჯვებამ ჩემს წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი მომიტანა და ძალიან მალე, ღვთის ნებით, მომიწევს ძალების მოსინჯვა მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაგებად“, – თქვა ოთარ ირანოსიანმა Jnews-თან საუბარში.
ოთარმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და WBA-ს მიხედვით საშუალო წონაში მესამე პოზიციაზე გადავიდა. სარეიტინგო ცხრილში ერანოსიანი უსწრებს ჩემპიონებს: ჰექტორ ლუის გარსიას, ლამონტ როუჩ-უმცროსს და ჯონო კეროლს. ეს ოთარის მე-12 ბრძოლა იყო პროფესიონალურ კრივში, მისი გზა პროფესიულ რინგზე გამარჯვებებით დაიწყო და ამ გამარჯვების შემდეგ სატიტულო ბრძოლას მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ერანოსიანის დებიუტი პროფესიულ რინგზე 2020 წლის 29 აგვისტოს შედგა. ის წარმოადგენს ამერიკული კომპანია Warriors promoushen-ის WARRIORS GYM კლუბს.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ოთარ ერანოსიანის გამარჯვების დებიუტი პროფესიულ კრივში
ოთარ ირანოსიანმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ოთარ ირანოსიანი პროფესიულ რინგზე მე-4 გამარჯვებას ზეიმობს
ოთარ ირანოსიანმა მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)
ოთარ ერანოსიანის მორიგი გამარჯვება პროფესიულ რინგზე
ოთარ ერანოსიანის მე-7 გამარჯვება პროფესიულ რინგზე
ოთარ ერანოსიანი – ამერიკის ჩემპიონი ჯავახეთიდან
ოთარ ერანოსიანი ზედიზედ მე-9 გამარჯვებას ზეიმობს
უძლეველი მარში პროფესიულ რინგზე: ოთარ ირანოსიანის მე-10 გამარჯვება
ოთარ ირანოსიანის მე-11 გამარჯვება პროფესიულ რინგზე