ოთარ ერანოსიანი განაგრძობს წარმატებულ ბრძოლას და თავდაჯერებულად აღნიშნა რიგით მე-4 გამარჯვება. ამჯერად მან 35 წლის არგენტინელი იგნასიო პერინი დაამარცხა.

გუშინ დილით ადრე, 21 ნოემბერს, “ტყავის ხელთათმანის” 27 წლის განთქმულმა ოსტატმა ჯავახეთიდან, ოთარ ერანოსიანმა კრივის რინგზე მე-4 მატჩი გამართა, და მორიგი გამარჯვებით თავდაჯერებულმა აღნიშნა რიგით მე-4 გამარჯვება.

ბოლო წლებში ჯავახეთისა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა და საუკეთესო მოკრივემ, 27 წლის ოთარ ერანოსიანმა ახალქალაქიდან (ტრენერი ატომ ელიზბარიანი), რომელიც 2019 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს აშშ-ში და მსოფლიოში სამოყვარულო ბოქსის და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა, გადაწყვიტა საკუთარი ძალები პროფესიონალურ რინგზე გამოსცადოს.

პროფესიონალურ რინგზე დებიუტი ოთარმა ამავე წლის 28 აგვისტოს აღნიშნა. დღესდღეობით სპორტსმენმა გამართა 3 მატჩი და სამივე გამარჯვებით დაასრულა, აქედან 2 ბრძოლა- ნოკაუტით. ბოლო, მესამე ბრძოლაში, რომელიც აშშ-ში 23 ოქტომბერს შედგა, 8-რაუნდიანი ბრძოლის მეოთხე რაუნდში ნოკაუტით 36 წლის გამოცდილი არგენტინელი ემილიანო მარტი გასტია დაამარცხა.

Otar3

დღეს, 21 ნოემბერს, დილით ადრე, ერანოსიანი კვლავ გავიდა რინგზე. სუპერ მსუბუქი წონის კატეგორიაში (58.967 კგ) ქალაქ ჰიალეაში (ფლორიდა, აშშ) “მედია პლუს სტუდიის” პავილიონში, ექვს რაუნდიან ბრძოლაში, ის 35 წლის არგენტინელს იგნასიო პერინს შეხვდა, რომელიც პროფესიონალურ რინგზე 2017 წლის 27 მაისიდან იმყოფება და მანამდე 10 ბრძოლა ჩაატარა. …

ქალაქ ჰიალეაში (ფლორიდა, აშშ) გამართულ ბრძოლაში ერანოსიანმა კიდევ უფრო მეტი აქტივობა გამოიჩინა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პროფესიონალურ დარგში გამარჯვების სერია 59: 52, 57:54, 59:52 გააგრძელა და მე-4 გამარჯვება იზეიმა.

დავამატებთ, რომ ოთარ ერანოსიანი წარმოადგენს ამერიკული კომპანია Warriors Promoushen- ის WARRIORS GYM კლუბს აშშ-ში.

Otar1