ახალქალაქში, კერძო სახლის ავტოფარეხში, 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობენ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ის საკუთარ ავტოფარეხში ოჯახის წევრებმა იპოვეს გარდაცვლილი. შემთხვევის მიზეზები უცნობია; მეზობლების თქმით, იგი მშვიდი და ბეჯითი ადამიანი იყო.