25 სექტემბერს, აშშ-ს ოკლაჰომაშის შტატ ტუსლაში პროფესიონალურ რინგზე ოთარ ირანოსიანის მე-10 ბრძოლა გაიმართა, რომელიც ჯავახი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა.
ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ რინგზე პირველი ნაბიჯები გამარჯვებით დაიწყო. სპორტსმენმა 10 ბრძოლა და დამარცხების გარეშე ჩაატარა, აქედან 6 მოწინააღმდეგის ნოკაუტით დასრულდა.
ოთარის მეათე მეტოქე მექსიკელი სპორტსმენი ალეხანდრო გერრეროა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 12 მოგება, 1 მარცხი და 1 ფრე დაფიიქსირა.
ოთარი ალეხანდრო გერრეროს ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქედ მიიჩნევს, რადგან ამ ბრძოლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
”ეს ბრძოლა ჩემი მთავარი ბრძოლა იყო, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა. შეჯიბრი აშშ-ს ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუში – showtime-ზე აჩვენეს. ამ გამარჯვებას ჩემი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები მოუთმენლად ელოდნენ. დღეს კი მთელ ამერიკას ვაჩვენე, რომ ჩემს წონით კატეგორიაში ყველაზე ძლიერი ვარ. მსოფლიოს ჩვენი სიძლიერე და ჯავახეთის ძალა ვაჩვენე. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჯავახეთიდან ვარ. ჩვენს სახელს ყოველთვის მაღალ დონეზე შევინარჩუნებ”, – განმარტა ოთარ ერანოსიანმა ჩვენთან ინტერვიუში.
ოთარი 59 კგ (150 ფუნტი) წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ეს ოთარის პროფესიონალურ რინგზე მე-10 გამარჯვებაა. ჯავახი მოკრივე (მეტსახელად პიტბული) დებიუტს პროფესიონალურ რინგზე აგრძელებს. ის აშშ-ში 2019 წლიდან ცხოვრობს.
აშშ-ში ოთარ ერანოსიანი ამერიკული კომპანიის Warriors promoushen- ის WARRIORS GYM კლუბს წარმოადგენს.