სამცხე-ჯავახეთში 2023 წლის III კვარტალში 191 ადამიანმა მიიღო მართვის მოწმობა, რაც 45-ით ნაკლებია, ვიდრე II კვარტალში.

მართვის მოწმობის მიმღებ პირთა ასაკობრივი დიაპაზონი 16 წლიდან 61 წლამდე მერყეობს. ამ კვარტალში ასაკობრივი სკალა II კვარტალთან შედარებით გაიზარდა. II კვარტალში ის 17 წლიდან იწყებოდა და 49 წლამდე იზღუდებოდა.

მართვის მოწმობის მიმღებ პირთა შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. არიან ასევე პირები, ვინც საცხოვრებელი ადგილის და სქესის შესახებ ინფორმაცია არ შეავსო.

მართვის მოწმობა სულ 129 მამაკაცმა და 60 ქალმა აიღო, ორის სქესი მითითებული არ არის. ასაკობრივ ზღვარში 17 წლის პირები დომინირებენ.

ამგვარად, წარმოგიდგენთ მართვის მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობას ასაკისა და სქესის მიხედვით.

  • 16 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
  • 17 წლის: მამაკაცი – 45, ქალი – 11,
  • 18 წლის: მამაკაცი – 22, ქალი -1,
  • 19 წლის: მამაკაცი – 8, ქალი – 3,
  • 20 წლის: 6 მამაკაცი, ერთი-ერთი მათგანი სუდანის მოქალაქე, ქალი – 2
  • 21 წლის: მამაკაცი – 4, ქალი – 1,
  • 22 წლის: მამაკაცი – 4, ქალი – 2,
  • 23 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 1,
  • 24 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 4,
  • 25 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 3,
  • 26 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 2,
  • 27 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 1,
  • 28 წლის: 5 მამაკაცი, 3 ქალი

ერთმა ადამიანმა არ მიუთითა არც სქესი და არც მოქალაქეობა.

  • 29 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 2,
  • 30 წლის: მამაკაცი – 4, ქალი – 4,
  • 31 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 5,
  • 32 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 1,
  • 34 წლის: მამაკაცი – 1, ქალი -2,

ერთმა მოქალაქემ არ მიუთითა არც სქესი, არც მოქალაქეობა,

  • 35 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 3,
  • 36 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 0,
  • 37 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 2,
  • 38 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 0,
  • 39 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 1,
  • 40 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 0,
  • 42 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 0,
  • 43 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 1,
  • 44 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 2,
  • 45 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 1,
  • 46 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
  • 47 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 1,
  • 50 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,

51-დან 56 წლამდე ასაკში მართვის მოწმობა არავის აუღია.

  • 57 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
  • 59 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 1,
  • 61 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0.