19 თებერვალს ქალაქ კასპში კარატეს WKF საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, საიდანაც ახალქალაქის სპორტული სკოლის სპორტსმენები მედლებით დაბრუნდნენ.
საქართველოს კარატეს WKF ჩემპიონატში ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 260 სპორტსმენი მონაწილეობდა. 14 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფში ახალქალაქელმა სპორტსმენებმა გამოიჩინეს თავი:
დანიელ ოვაკანიანმა საქართველოს ჩემპიონატზე 16-17 წლამდე, 76 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა, ის სოფელ მაჯადიიდანაა.
მე-3 ადგილზე გავიდნენ:
მასის სოგბატიანი 14-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სოფელ მაჯადიიდან.
არარატ გალსტიანი, 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სოფელ თირკნადან.
სარიბეკ მკრტჩიანი, 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სოფელ ზაქიდან.
გორ სოგბატიანი, 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სოფელ მაჯადიიდან.
13 წლამდე მოზარდებში კარატეს ღია შეჯიბრებებში ახალქალაქის სპორტული სკოლის კარატისტებმა 6 მედალი მოიპოვეს:
გრიგორ ალმასიანმა სოფელ ორჯადან 6-7 წლის ასაკობრივ ჯგუფში +30 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა.
გორ სააკიანმა, ასევე სოფელ ორჯადან, 8-9 წლის ასაკობრივ ჯგუფში 30 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა.
მარტინ ანტონიანმა, სოფელ ორჯადან, 10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში 32 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა.
სამველ აღასარიანმა 10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 32 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა, სოფელ თირკადან.
ვარდ შახბაზიანმა 10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, +37 კგ წონით კატეგორიაში, ის სოფელი ბალხოდანაა.
ხოლო მანველ დავთიანმა, ასევე სოფელ ბალხოდან, 12-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატში მწვრთბელის სარგის მარგარიანის ხელმძღვანელობით 29 ახალქალაქელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ახალქალაქის სპორტსკოლას წარმოადგენენ.