28 აგვისტოს მოკრივე ოთარ ერანოსიანმა, ჯავახეთიდან, პირველი პროფესიონალური კრივის მატჩი Osceola Heritage Park-ის სპორტულ პავილიონში ჩაატარა, რომელიც აშშ-ში, ფლორიდას შტატში გაიმართა. ჩვენმა სპორტსმენმა მისი მეტოქე, დე შავნე კენედი, მეორე რაუნდშივე დაამარცხა.
პროფესიონალურ კრივში ოთარ ერანოსიანი 21 წლის ამერიკელ დე შონ კენედის დაუპირისპირდა. ერანოსიანის უპირატესობა აშკარა იყო, მეორე რაუნდში თავისი ახალგაზრდა მეტოქეს ნოკაუტში ჩაგდება შეძლო, რითაც მისი გამარჯვების დებიუტი პროფესიონალურ რინგზე უზრუნველყო.
”ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი გამოწვევაა, რომ ჩემი პირველი ბრძოლა ამ ძლიერ ტურნირში გაიმართა, რომელიც აშშ-ში ასეთ ცნობილ არხზე, Telemund-ზე გააშუქეს. მეორე რაუნდში მეტოქე დავამარცხე. მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, პროფესიონალური კრივი ძალიან განსხვავდება სამოყვარულო კრივისგან. აქ სრულიად განსხვავებული ხელთათმანებით იბრძვიან. ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ ძლიერი დარტყმა არ გამოტოვო, რადგან პროფესიონალურ კრივში ხელთათმანები ძალიან ვიწროა და ძლიერი დარტყმა ხორციელდება. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პირველი გამარჯვებით, ჩემი გუნდი ჩემთან ერთად ზეიმობს.
ამ ჩემს ბრძოლასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ამის შესახებ ჩემს ოჯახს არ ვაცნობე, რადგან მინდოდა გამარჯვება მომეგება. ავღნიშნავდი, რომ გამარჯვებას ჩემს შვილს, სპარტაკს ვუძღვნი, რომელიც ორი წლისა და ექვსი თვის არის. ჩემი შემდეგი ბრძოლა მალე გაიმართება. მჯერა, რომ ჩემი ეს გამარჯვება სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჯავახეთში ცნობილი მწვრთნელის, ატომ ელიზბარიანისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემი პირადი მწვრთნელი იყო ”, – თქვა ოთარ ერანოსიანმა.
აღსანიშნავია, რომ ოთარ ერანოსიანი, ჯავახეთიდან, ამერიკულ კლუბ WARRIORS GYM of Warriors Promoshen-ს წარმოადგენს, ხოლო მწვრთნელი ტიმურ იბრაგიმოვია.