ცნობილმა მოკრივემ, ოთარ ერანოსიანმა, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, ამერიკის ჩემპიონობა მოასწრო. ერთ წელწადში ზედიზედ 5 ბრძოლა და 5 მოგება.
რამდენიმე დღის წინ ოთარ ერანოსიანის მორიგი შებრძოლება გაიმართა. მოკრივემ ჯავახეთიდან, მისი მოწინააღმდეგე მე-4 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ამერიკის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონი JNEWS-ს ესაუბრა.
მოდით თქვენს ბოლო შებრძოლებაზე ვისაუბროთ, რამდენად ძლიერი იყო მოწინააღმდეგე?
– ეს რთული შებრძოლება იყო, მოწინააღმდეგე კარგი და ღირსეული იყო, მაგრამ მე გავიმარჯვე. რახან ის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი იყო, რომელმაც მრავალი გამარჯვება მოიპოვა, მე ძალიან სერიოზულად ვიყავი განწყობილი. მწვრთნელთან ერთად, რაღაც მხრივ ვარჯიშის სტილი შევცვალე, მისი ბრძოლების ყურებით, მის შეცდომებზე დავიწყეთ მუშაობა. შევძელი ჩემი მოწინააღმდეგის დამარცხება საკუთარ წონით კატეგორიაში (58.700 კგ, აშშ-ს 130 ფუტი) და ამერიკის ჩემპიონი გავხდი.
ამ ბრძოლის შემდეგ ტოპ-15-ის საუკეთესო სპორტსმენში ჩამრთავენ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ხუთი ბრძოლით ამ დონეს მივაღწევდი.
ჩემს მოწინააღმდეგეს 32 გამარჯვება ჰქონდა, რომელთაგან 26 — ნოქდაუნი. მას ძალიან კარგი ტექნიკა და დარტყმები აქვს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ სერიოზულად მოვემზადეთ. შემიძლია ვთქვა შებრძოლება, რომ 10 რაუნდი გაგრძელებულიყო, ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფრო მალე დავამარცხე ნოქდაუნით. არავინ მოელოდა, რომ ამ სახის გამარჯვებას მოვიპოვებდი. არის ცნობილი გვერდი, სადაც ჩემი და ჩემი მოწინააღმდეგის რეიტინგი იდებოდა, მართალია, გამარჯვების 80% ჩემს სასარგებლოდ იყო, მაგრამ ნოქდაუნს არავინ ელოდა.
ერთი წელი ამერიკაში, 5 შებრძოლება და 5 გამარჯვება, საბოლოოდ თქვენს წონით კატეგორიაში ამერიკის ჩემპიონი გახდით. ეს მოკრივესთვის სერიოზული მიღწევაა, ვის გინდათ მიუძღვნათ თქვენი გამარჯვება?
– ჩემს პირველ ქამარს, პირველ დიდ წარმატებას ვუძღვნი მამაჩემს, რომელმაც ჩემს სპორტულ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი წყალობით გავხდი ასეთი ადამიანი და მოკრივე. ადრეულ ასაკში ვერ ვხვდებოდი, რა იყო სპორტი, რა იყო კრივი, არ მინდოდა ვარჯიშზე სიარული. ყოველ დილით, ყოველ დღე, შეიძლება ითქვას, მამაჩემი მაიძულებდა ვარჯიშს. ახლა მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს! და მადლობელი ვარ მამაჩემის, რომ იმ დროს ზუსტად ასე მექცეოდა.
ერთი წლის წინ თქვენ საქართველოდან ამერიკაში გაემგზავრეთ, რასაკვირველია კრივში განვითარებისა და ახალი წარმატებებისთვის, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?
– ვფიქრობ, მოვახერხე იმის გაკეთება, რაც ცოტა ვინმეს თუ გამოსდის. ჩემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კიდევ ბევრის გაკეთება მომიწევს, რომ ჩემი მიზნების ნაწილი განვახორციელო. მე ბრძოლა უნდა განვაგრძო, გამარჯვება უნდა განვაგრძო და წარმატების მიღწევა, ჩემი ქვეყანა და ჯავახეთი უნდა ვასახელო.
ვისაუბროთ თქვეს ფსევდონიმზე, რატომ აირჩიეთ Pitbull-ი და იყო თუ არა ეს თქვენი არჩევანი?
– ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ამის შესახებ არც ვიცოდი. როცა ამერიკაში ჩამოვედი, ვვარჯიშობდი, ჩემი მწვრთნელი და მენეჯერი ამ დროის განმავლობაში თვალყურს მადევნებდნენ და ერთხელაც, მოვიდნენ და მითხრეს: «ოთარ, ჩვენ გადავწყვიტეთ ფსევდონიმი მოგცეთ. ბოდიში, არ ვიცით, რამდენად მოგეწონება, ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, თუკი წინააღმდეგი არ ხარ». მე ვკითხე, რა “ნიკნეიმი” შეარჩიეს, მითხრეს – “პიტბული”. რატომ-მეთქი? მითხრეს, რომ ჩემი შეტევის სტილი ძალიან ჰგავს ძაღლის ამ ჯიშის შეტევებს (იცინის), ამიტომ შემარქვეს “პიტბული”.
რაზე ფიქრობთ, როცა რინგზე გადიხართ, რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
– მე ჩემი ოჯახი და ერი შთამაგონებს, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მათ იამაყონ. ყოველთვის, როცა რინგზე გავდივარ, ვფიქრობ არ დავმარცხდე, რომ იმედი არ გავუცრუო მათ.
რამდენად რთულია ჯავახეთში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის ოჯახისგან შორს, ამერიკაში ცხოვრება?
-იცით, რამდენად კარგიც არ უნდა ვიყო, რამდენად კარგადაც არ უნდა ვცხოვრობდე, ეს მაიამი იქნება, თუ სხვა, სულ ერთია, ოჯახის გარეშე ძალიან რთულია. ჩემი შვილის გარეშე, არც კრივს აქვს აზრი, არც ამერიკაში ყოფნას. ჩემი ოჯახის წევრების დოკუმენტები მომზადების პროცესშია, როცა კორონავირუსის გამო დაკეტილი საზღვრები გაიხსნება, ყველაფერი დალაგდება.
ოთარ, ხედავთ თუ არა თქვენს და თქვენი ოჯახის მომავალს ამერიკაში?
– სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამერიკაში ცხოვრება, აქ ყველაფერი კარგი, ლამაზი და კომფორტულია. მაგრამ ოჯახთან ერთად აქ ცხოვრება არ მინდა, მოდით დროს არ გავუსწროთ. არ მინდა, რომ ჩემი შვილი ამერიკელი გახდეს. მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა, ჯავახეთის მცხოვრებმა, ეროვნებით სომეხმა, საკუთარი თავი შეცვალოს. მინდა, რომ ის ჯავახეთის ღირსეული შვილი გახდეს. ვინც ჯავახეთიდან არის – მან იცის რა არის ეს, მე გამიგებს.