ახალქალაქის სპორტული კომპლექსის სპორტსმენი გორ აივაზიანი 54 კგ წონით კატეგორიაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა.
3 მაისს, მოკრივე გორ აივაზიანი კრივში ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წარმომადგენელს შეებრძოლა და გამარჯვების შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გორ აივაზიანი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის 2022 წლის ჩემპიონი, ასევე მსოფლიო ჩემპიონატისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. გორის პირადი მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანია.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გორ აივაზიანი და სამველ ღაზარიანი ერევანში გამართულ კრივში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. 29 აპრილს 80 კგ წონით კატეგორიაში სამველ ღაზარიანი დამარცხდა. გორ აივაზიანი ახალგაზრდულ ჩემპიონატში ბრძოლას აგრძელებს და დღეს 54 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.