მოკრივემ ჯავახეთიდან, ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ რინგზე უკვე მე-6 გამარჯვება მოიპოვა. 27 წლის ოთარმა მე-4 რაუნდში 33 წლის ხუან კარლოს პენა ნოქდაუნით დაამარცხა და ჩრდილოეთ ამერიკის აშშ-ს WBA-NABA ვერსიით მეორე ნახევრად მსუბუქ წონაში 58,967 კგ-მდე ჩემპიონის ტიტული და ქამარი მოიპოვა.
ჯავახეთიდან მოკრივე (“პიტბულის” ფსევდონიმით) პროფესიონალურ რინგზე დებიუტს განაგრძობს. 2019 წლიდან ის კისიმიში, აშშ-ს ფლორიდის შტატში ცხოვრობს. 2021 წლის 30 იანვარს ოთარ ერანოსიანი NABA Feather Title-ის NABA-ს ვერსიის მე-2 წონით კატეგორიაში (58,96 კგ) ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოდა.
ერანოსიანი პროფესიონალურ მოკრივე, დომინიკის რესპუბლიკიდან ხუან კარლოს პენას, რომელსაც 25 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. 10-რაუნდიანი ბრძოლის მე-4 რაუნდში ოთარმა მოწინააღმდეგე ნოქდაუნით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხუან კარლოსმა საკუთარი კარიერის განმავლობაში 32 ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 26 მან ნოქდაუნით გაიმარჯვა, ხოლო პირველი მარცხი ოთართან შებრძოლებაში განიცადა.
აშშ-ში ოთარ ერანოსიანი კომპანია American Warriors promoushen-ის კლუბ WARRIORS GYM -ს წარმოადგენს.
ოთარ ერანოსიანი პროფესიონალურ კრივში მეოთხე გამარჯვებას აღნიშნავს
ოთარ ერანოსიანი კვლავ გამარჯვებულია
ოთარ ერანოსიანის გამარჯვება პროფესიონალურ კრივში
საქართველოს ჩემპიონი ახალქალაქიდან, ოთარ ერანოსიანი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად