საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთმა ქართულ ბაზარზე ლუდის ექსპორტი 2,8 მილიონ დოლარამდე გაზარდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
წლიურად იმპორტის ღირებულება თითქმის 40%-ით გაიზარდა — 2 მილიონიდან 2,8 მილიონ დოლარამდე.
პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ლუდის უმსხვილესი მომწოდებელი გერმანია გახდა, საიდანაც იმპორტმა 7,9 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 5,2 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს.
მასალა: sputnik-georgia.ru