შეკვეთა იგვიანებს, კოდი მოგვწერეთ“ – ონლაინ შოპინგის ახალი მახე

შეკვეთა იგვიანებს, კოდი მოგვწერეთ“ – ონლაინ შოპინგის ახალი მახე

გიორგი კეპულაძემ, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „შენი დრო“ კიბერთაღლითობის სქემებზე ისაუბრა.
ბოლო დროს კიბერდამნაშავეების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეტყობინება ასე ჟღერს: „თქვენი ამანათი, როგორც ჩანს, ტრანსპორტირებისას დაიკარგა და მისი ადგილმდებარეობის დასადგენად განსაზღვრული კოდია საჭირო“. მისი თქმით, ნებისმიერი პირადი ინფორმაციის გაცემამდე დიდხანს უნდა დავფიქრდეთ და უამრავ დეტალს მივაქციოთ ყურადღება.
„ასჯერ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რომელიმე ორგანიზაციას ან კომპანიას რაიმე პირად ინფორმაციას გავუზიარებთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაჯერებულად გამოიყურება ის, რადგან ამჟამად კიბერთაღლითობა ყველა სხვა დანაშაულს შორის ლიდერობს.
განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახლოვდება ისეთი დღეები, როგორიცაა „შავი პარასკევი“ და ახალი წელი — წლიდან წლამდე ამ პერიოდში თაღლითობა სულ უფრო აქტიურდება. მაგალითად, შეიძლება ისე გამოჩნდეს, თითქოს თქვენი შეკვეთა სადღაც საწყობში გაიჭედა, თქვენამდე ვერ აღწევს და პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული კოდია საჭირო.
ამ პერიოდში ამანათები ჩვეულებრივ დიდი რაოდენობით მოდის, რის გამოც ადამიანებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ეს შესაძლოა სიმართლე იყოს, რადგან გზავნილი მართლაც იგვიანებს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შევამოწმოთ ნომერი, საიდანაც შეტყობინება მოვიდა და შევდაროთ ის საკურიერო სამსახურის ნომერს. ამ საქმეში სიჩქარე ცუდი მრჩეველია, უმჯობესია არ ვიჩქაროთ და ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ“, — განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე