დილისკის სკოლის პედაგოგი – „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ მფლობელი

დილისკის სკოლის პედაგოგი – „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ მფლობელი

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნული პრემია 2026“-ით დაჯილდოვდა. ახალქალაქიდან პრემიის მფლობელი ქართული ენის მასწავლებელი იამზე სხვილიძე გახდა.
პრემიის მფლობელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში საგანს — „ქართული, როგორც მეორე ენა“ ასწავლის.
პრემიის მფლობელთა ვინაობა ცნობილი გახდა მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა. ღონისძიების განმავლობაში ჩატარდა პრემიების ოფიციალური გადაცემა და მასწავლებლების პატივსაცემად მოეწყო გალა-კონცერტი.
პრემია საქართველოს რეგიონებიდან და დიდი ქალაქებიდან 10-მა მასწავლებელმა მიიღო. მათ ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე