დღეს აშშ-ში, ფლორიდას შტატში, მედლიში, Media Pro Studios პავილიონში, მარკო ანტონიო მენდოს ჩიკოსთან ოთარ ერანოსიანის პროფესიონალური ბრძოლა შედგა.
სპორტსმენმა ჯავახეთიდან, ოთარ ერაოსიანმა რიგით მეშვიდე გამარჯვება დააფიქსირა.
ბრძოლა 57,153 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელიც 6-რაუნდად ჩატარდა. ოთარ ერანოსიანის მოწინააღმდეგე 40 წლის მექსიკელი მარკო ანტონიო მენდოს ჩიკო იყო, რომელიც 2009 წლის 31 მარტიდან პროფესიონალურ რინგზეა. ოთარმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკდაუნით დაამარცხა.
მოკრივე ჯავახეთიდან (ფსევდონიმი პიტბული) განაგრძობს დებიუტს პროფესიონალურ რინგზე. 2019 წლიდან ის კიმისსიში ცხოვრობს, ფლორიდაში, აშშ-ში. 2021 წლის 30 იანვარს ოთარ ერანოსიანი NABA Super Feather Title ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოდა მე-2 წონით კატეგორიაში (58,96 კგ) NABA-ს ვერსიაში.
აშშ-ში ოთარ ერანოსიანი Warriors promoushen ამერიკული კომპანიის WARRIORS GYM კლუბს წარმოადგენს.
ოთარ ერანოსიანის მორიგი გამარჯვება პროფესიულ რინგზე
ოთარ ერანოსიანმა მოწინააღმდეგე ნოქდაუნით დაამაცხა (ვიდეო)
ოთარ ერანოსიანი პროფესიონალურ კრივში მეოთხე გამარჯვებას აღნიშნავს