19 ივნისს, სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში გამართულ საერთაშორისო პროფესიულ შეჯიბრებებში ნაირ მელიქიანმა და არტიომ კამალიანმა აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვეს.
მსოფლიო სამოყვარულო ფედერაციამ – K-1 და სომხეთის სამოყვარულო ეროვნულმა ფედერაციამ- K-1 საერთაშორისო სამოყვარულო და პროფესიული ბრძოლები გამართა. 18-დან 19 ივნისამდე გამართულ ბრძოლებში ახალქალაქის სპორტკომპლექსის სპორტსმენებმა გაიმარჯვეს.
წესების გარეშე ბრძოლაში, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნაირ მელიქიანმა ქამარი -WAK-1F-ი მოიგო და პირველ რაუნდში ირანელი სპორტსმენი დაამარცხა.
75 კგ წონით კატეგორიაში კრივში, არტიომ კამალიანი ირანელ სპორტსმენს შეებრძოლა და მეორე რაუნდში გაიმარჯვა, ასევე მოიპოვა პროფესიონალური ქამარი – WAK-1F-ი. არტიომის მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანია.