ავტორი: NewsRoom

  • კარწახი-თურქეთის გზის აღდგენითი სამუშაოები განახლდა

    კარწახი-თურქეთის გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ორი კომპანია, „ჯავახავტოგზა“ და „არალი“ ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა ახალქალაქი-კარწახი 2010 წელს აშენდა, 2015 წელს კი თურქეთის საზღვარზე “კარწახის” საგუშაგო გაიხსნა. მას შემდეგ გზის გასწვრივ დიდ ტვირთს უზარმაზარი სატვირთო მანქანები ზიდავენ. მათი ნაკადი გასული წლის, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოფელ ვაჩიანის ბოლოდან კარწახის სადგომამდე სატვირთო მანქანების გრძელი…

  • ახალქალაქში მაწანწალა ძაღლებს აღარ იჭერენ

    ახალქალაქის ქუჩებსა და სოფლებში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდება. ძაღლები ტენდერით ბოლოს 27 აპრილს დაიჭირეს. ხოლო თავშესაფარი, სადაც ძაღლები გადაჰყავთ, კარანტინშია. ახალქალაქში დღეისათვის 61 სტერილიზებული ძაღლია: გასული წლის დეკემბერში თავშესაფარში 38 ძაღლი წაიყვანეს, მიმდინარე წლის აპრილში – 23. ტენდერის მიხედვით, სამუშაოს დასრულებამდე სტერილიზაცია კიდევ 79 ძაღლს უნდა გაუკეთონ, ჯამში – 140 ძაღლი. „სულ 3-ჯერ ჩამოვედით –…

  • ახალალაქში მოსახლეობას არტერიული წნევის შემოწმება ჩაუტარდება

    17 ივნისს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სამედიცინო შემოწმება ჩატარდება.

  • ქართული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გიორგი თუმასიანის მიმართვას უპასუხა

    „საქართველოს სომხური საზოგადოებრივი პლატფორმის“ პრეზიდენტის, გიორგი თუმასიანის განცხადების თანახმად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მთავარი არხის უცნობი ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადასტურა. “მთავარმა არხმა” სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი მხოლოდ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. თუმასიანმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2023 წლის 11 აპრილს ტელეკომპანიის “მთავარი არხის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამო მიმართა, რომელიც…

  • “დელიკატესად” ქცეული ბუნების საჩუქარი

    ახალქალაქურად ღიმი, სომხურად შუშანი და რუსულად ბუტენი – მცენარე, რომელიც ოდესღაც ბუნების უსასყიდლო საჩუქარი იყო, ახლა მოყვარულთათვის საკმაოდ რთული საპოვნელია. ღიმისგან გემრიელ მწნილებს ამზადებენ, მიირთმევენ როგორც ახალს, ისე მოხარშულს ან შემწვარ კვერცხთან ერთად. წარსულში ღიმს ოჯახები ხალისით კრეფდნენ. ახლა მისი რაოდენობა შემცირდა, უმრავლესობას მისი კრეფის არც დრო აქვს და არც სურვილი, თუმცა ის მაინც საყვარელი…

  • “აბული” მოწინააღმდეგესთან დამარცხდა

    8 ივნისს, 16:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქის “აბული” “გაგრა-2”-ს ეთამაშა. თამაში “აბულის” მარცხით, 2:0 ანგარიშით დასრულდა. თამაშები საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ტარდება, ეს მატჩი კი ჩემპიონატის მე-9 თამაშია. მომდევნო მატჩი ქალაქ კასპში, 13 ივნისს გაიმართება, სადაც “აბული” ძალებს კასპის გუნდთან ცდის.

  • არმენოფობია სოციალურ ქსელებში: როგორ უნდა მოვიქცეთ?

    ლაშა არსენიძე, ლალი მოროშკინა, ემზარ კვიციანი, ირა გოგოსაშვილი – ადამიანები, რომლებიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ანტისომხურ და არმენოფობიურ პუბლიკაციებს ავრცელებენ, რომლებიც სომხურ და ქართულ მედიაში ფართოდ გავრცელდა. ყველაფერი 14 მაისს ლაშა არსენიძის ტიკ-ტოკ ვიდეოთი დაიწყო, რასაც 23 მაისს Alt-Info-ზე ლალი მოროშკინას გამოსვლა მოჰყვა. ქსენოფობიისა და სიძულვილის შემცველი განცხადებები საქართველოში ბოლო პერიოდში…

  • მთიანი ყარაბაღი: მოვლენების შესაძლო განვითარება

    ეთნიკური წმენდის განმეორებითი მუქარა მთიან ყარაბაღში და ულტიმატუმები ოფიციალური ბაქოდან, უშედეგო მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და კიშინიოვში, “მოჩვენებითი” სამშვიდობო ხელშეკრულება, ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევა და ახალი მსხვერპლი – ეს ყველაფერი დაინტერესებულ მხარეებს იმედს უცრუებს. პოლიტოლოგმა და ცენტრ Carnegie-ს ექსპერტმა ალექსანდრე ისკანდარიანმა Jnews-თან ინტერვიუში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შექმნილ სიტუაციასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. – მთიანი ყარაბაღის…

  • “აბული” საკუთარ მოედანზე “გაგრა-2”-ს შეხვდება

    8 ივნისს, 16:00 საათზე, ახალქალაქის “აბული” ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე “გაგრა-2”-ს უმასპინძლებს. თამაშები საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ტარდება, ეს შეხვედრა კი ჩემპიონატის მე-9 თამაშია. მომდევნო მატჩი ქალაქ კასპში, 13 ივნისს გაიმართება, სადაც “აბული” კასპის გუნდს დაუპირისპირდება.

  • ყარაბაღის მხარდამჭერი აქცია სომხეთის საელჩოსთან

    6 ივნისს საქართველოში სომხეთის საელჩოსთან ყარაბაღის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით მოეწყო, რომელსაც საქართველოში მცხოვრები სომხური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეთა პლაკატები შემდეგი შინაარსის იყო: „არცახი ჩვენ ვართ“, „ვინც არცახზე უარს იტყვის, მოღალატეა და მორჩა“, „არცახის გარეშე მშვიდობა არ გვექნება“, „არცახი სომხების გულია“, „არ არის სომხეთი არცახის გარეშე“. ხალხმა სომხეთის რესპუბლიკისა…

  • როგორ პირობებში ცხოვრობენ ახალქალაქში, წმინდა ნინოს ქუჩაზე

    წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც ჯივანის მასივსა და ქალაქს შორის მდებარე ხეობაში გადის, მრავალი წელია სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არქონას უჩივიან. მათთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა გზის მოასფალტებაა, თუმცა სახლების წინ ღია კანალიზაცია, ხიდიდან ჩამოყრილი ნაგავი და ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი სახიფათო ბილიკი აქტუალური საკითხებია. მარაბიან მარიამის სახლი ყოფილი სამხედრო ქალაქის ხიდის ქვეშ მდებარეობს. ის გზის დაგებული ნაწილიდან…

  • პოლონეთის ელჩი პროექტის მეორე ეტაპის გახსნას დაესწრო

    5 ივნისს “SEREC”-ის ოფისში პროგრამის „მდგრადი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ“ მეორე ეტაპი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქში ტრენინგების სერია ჩატარდება. პროექტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. ტრენინგების გახსნისთვის ახალქალაქში საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩის ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.…