6 ივნისს საქართველოში სომხეთის საელჩოსთან ყარაბაღის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით მოეწყო, რომელსაც საქართველოში მცხოვრები სომხური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრეთა პლაკატები შემდეგი შინაარსის იყო: „არცახი ჩვენ ვართ“, „ვინც არცახზე უარს იტყვის, მოღალატეა და მორჩა“, „არცახის გარეშე მშვიდობა არ გვექნება“, „არცახი სომხების გულია“, „არ არის სომხეთი არცახის გარეშე“. ხალხმა სომხეთის რესპუბლიკისა და ყარაბაღის სახელმწიფო დროშები გამოიტანა, გაისმა პატრიოტული სიმღერები, რომლებიც ყარაბაღსაც ეხებოდა. პროცესიას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

havaq 4

havaq 3

hava1

havaq 5

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს:

„საქართველოში ბოლო სომხეთის საელჩოსთან 2020 წლის 44-დღიანი ომისას შევიკრიბეთ, როცა ასობით თბილისელი სომეხი არცახთან იდგა და სხვადასხვა მხარდამჭერ აქციას ატარებდა. გამარჯვების ყველას გვჯეროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვატყუებდნენ; ამბობდნენ, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ 2020 წლის 9 ნოემბერს სომხების ზურგს უკან სამარცხვინო კაპიტულაციის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, არცახის რესპუბლიკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცა.

ეროვნულმა და სასულიერო სტრუქტურემა სომხური სამოციქულო ეკლესიის, არმიის, არცახისა და არცახელი ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია. სურდათ სომხები ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყოთ. ხალხი დაარწმუნეს, რომ არცახი ტვირთია და მისგან თავის დაღწევით მშვიდობას მოიპოვებენ. ამას მოჰყვა სამარცხვინო განცხადებების სერია, რომლითაც სომხებს არცახის სრული დათმობისკენ მოუწოდებდნენ. ხოლო აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთსა და ყველა სომეხს როგორც სიტყვით, ისე საქმით ემუქრებოდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ დატყვევებულ0 ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ, როგორ დასცინოდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ყოველივეს თავად ასაჯაროებდნენ.

უნდა აღვნიშნოთ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიებზე თავდასხმის ფაქტიც – სიუნიქის რეგიონი უკვე საფრთხეშია. სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების დათმობებით სარგებლობენ და თავხედი მტერი თავის მადას აღარ მალავს – სურს ამ რეგიონში პროთურქული იდეები გაავრცელოს. სომხეთის ხელისუფლება კი ემზადება 120 000 მოქალაქე მტერს ჩააბაროს.

havaq 2

2022 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე აზერბაიჯანმა ერთადერთი გზა გადაკეტა, რომელიც არცახს მსოფლიოსთან აკავშირებს. ზერბაიჯანის სხვადასხვა საბაბის მიუხედავად, მისი სტრატეგიული მიზანია არცახის რესპუბლიკის მოსახლეობას აიძულოს ისტორიული სამშობლო დატოვოს. აზერბაიჯანი ცდილობს არცახი ეტაპობრივად ნახიჩევნად გადააქციოს – თუ სომხები არ იქნებიან, არც პრობლემა იქნება. მაგრამ აზერბაიჯანი არცახიდან სომხების განდევნით ნამდვილად არ დაკმაყოფილდება.

ღალატია იმის თქმა, რომ არცახი აზერბაიჯანის ნაწილია. შეგნებული სომეხისთვის ეს მისაღები არ არის, რადგან სომხეთი არცახის გარეშე წარმოუდგენელია. არ გვსურს, რომ არცახი ნახიჩევანად, მუშად გადაიქცეს. ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ბძოლის ნაწილი უნდა გახდეს და ეროვნულ იდეალს უნდა მივაღწიოთ.

ჩვენი ორგანიზაცია დღემდე მთელი ძალით უჭერს მხარს არცახს. მართალია, დღეს შუშა უბედური და პირქუშია, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აყვავდება და თავის კანონიერ და ისტორიულ მფლობელს დაუბრუნდება. არცახიც განვითარდება, რადგან ძლიერი სულის პატრონია, ხოლო სომეხთა შეგნებული ნაწილის გონება და რწმენა ურყევია“.