8 ივნისს, 16:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქის “აბული” “გაგრა-2”-ს ეთამაშა.

თამაში “აბულის” მარცხით, 2:0 ანგარიშით დასრულდა.

თამაშები საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ტარდება, ეს მატჩი კი ჩემპიონატის მე-9 თამაშია.

მომდევნო მატჩი ქალაქ კასპში, 13 ივნისს გაიმართება, სადაც “აბული” ძალებს კასპის გუნდთან ცდის.