ეთნიკური წმენდის განმეორებითი მუქარა მთიან ყარაბაღში და ულტიმატუმები ოფიციალური ბაქოდან, უშედეგო მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და კიშინიოვში, “მოჩვენებითი” სამშვიდობო ხელშეკრულება, ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევა და ახალი მსხვერპლი – ეს ყველაფერი დაინტერესებულ მხარეებს იმედს უცრუებს. პოლიტოლოგმა და ცენტრ Carnegie-ს ექსპერტმა ალექსანდრე ისკანდარიანმა Jnews-თან ინტერვიუში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შექმნილ სიტუაციასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.
– მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ რიტორიკა იცვლება, სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მთიან ყარაბაღთან ერთად აღიარებს. რას ნიშნავს ყოველივე?
– დაახლოებით ერთი წელია სომხეთი აზერბაიჯანის იმ საზღვრებს აღიარებს, რომელშიც ყარაბაღიც შედის. პირდაპირ არა, მაგრამ ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფორმულირებით რამდენჯერმე ითქვა: თუ აზერბაიჯანმა სომხეთისს 29 800 კვ/კმ ტერიტორია უნდა აღიაროს, სომხეთმაც უნდა მიიღოს აზერბაიჯანის 86 600 კვ/კმ ტერიტორია.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს – ეს ასეთი პროცესია, როცა დაპირისპირება ბრძოლის ველიდან სხვა სივრცეში გადაინაცვლებს, ანუ ტყვიების ნაცლად, ბრძოლისთვის სიტყვებს ირჩევენ. მაგრამ არ მგონია რამე გამოვიდეს. ეს პროცესი ორივე ქვეყანას ძალიან განსხვავებულად ესმის. აზერბაიჯანი ამბობს, რომ ყარაბაღის პრობლემა არ არსებობს, რომ ყველა საკითხი, რომელიც აზერბაიჯანის შიგნით ვითარდება, აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკაა. ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანებსაც აქვთ უფლებები და ისინი სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის საერთაშორისო ძალების ჩართულობით მოლაპარაკებისას უნდა განისაზღვროს. ბაქო ამბობს, რომ ამ ხალხთან ლაპარაკს არ აპირებს და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას დამნაშავეს უწოდებს.
აზერბაიჯანს არა მშვიდობა, არამედ ყარაბაღი სჭირდება. საფრთხე, რომელიც სომხეთს ემუქრება, აზერბაიჯანიდან მოდის. მაგრამ პირიქით არ ხდება. შესაბამისად, აზერბაიჯანს სომხეთისგან უსაფრთხოება არ სჭირდება. ამ თემაზე მოლაპარაკებები შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. სერიოზულ პროგრესს შემოდგომამდე მაინც არ ველოდები. მაგრამ პროცესის დაწყება შესაძლებელია. როგორც ამ პროცესის ნაწილისთვის, ბევრად უფრო ადვილი წარმოსადგენია კომუნიკაციების გახსნა, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულების მიღება.
დავუშვათ და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, შეცვლის თუ არა ეს დედამიწაზე არსებულ მდგომარეობას? ასე სულაც არ ვფიქრობ. მსოფლიოში ცოტაა აღიარებული სახელმწიფო და ასევე ცოტაა შეთანხმებები. კონცეფცია, რომ ხელმოწერითა და ურთიერთაღიარებით აზერბაიჯანის ქმედებები შეწყდება, დამაჯერებელი არ არის.
– როგორ ფიქრობთ, ის პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ფორმალურია თუ რაიმე მნიშვნელობას ატარებს? აისახება თუ არა ეს ყარაბაღის სტატუსზეც?
– დე იურე სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, მთიანი ყარაბაღი მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. მაგრამ ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 4%-ს საკუთრებად მიიჩნევს. მაგრამ ბაქოს ძალაუფლება ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება – სხვა ენა, ვალუტა, საბანკო სისტემა, კონსტიტუცია, არჩეული ხელისუფლება. იქ ცხოვრობს ხალხი, რომლებსაც არც აზერბაიჯანული პასპორტები აქვთ და არც მათ აღებას აპირებენ. მათ ირგვლივ რუსი სამშვიდობოები არიან. აზერბაიჯანს სურს, სიტუაცია იყოს არა დე იურე, არამედ დე-ფაქტო, რათა აზერბაიჯანმა ტერიტორია მართოს. მაგრამ მხოლოდ ამას ვერ მიაღწია. გამარჯვებების მიუხედავად, “არცახის” ტერიტორიაზე სრულ კონტროლს ვერ ამყარებს და მიზეზიც ეს არის.
– რამდენია იმის ალბათობა, რომ ტერიტორიები კვლავ აზერბაიჯანის ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოხვდება?
– ეს პერსპექტივა ნულს უახლოვდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხების მშვიდობიანი ცხოვრება წარმოუდგენელია. ამის დამტკიცება ძალიან ადვილია. 2020 წლის ომისას აზერბაიჯანის ჯარებმა მთიანი ყარაბაღი დაიკავეს (ჰადრუტი, ლაჩინი, კელბაჯარი და ა.შ.), სადაც დაახლოებით 38 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. საუბარია არა ჯარისკაცებზე, არამედ სამოქალაქო პირებზე. ისინი იქ აღარ არიან, რადგან ან მოკლეს, ან გააძევეს. ამ სცენარს ეთნიკური წმენდა ჰქვია.
ბაქოს რიტორიკის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებსაც იარაღი ეჭირათ, დამნაშავეები არიან, ანუ მთიან ყარაბაღში მცხოვრები მამაკაცები. ომი დაიწყო, ჯარში გაიწვიეს და ხელში იარაღიც აიღეს. რა გამოდის, ყარაბაღში მხოლოდ ქალები იცხოვრებენ?
აზერბაიჯანში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ეთნიკურ სომხებს აზერბაიჯანში შესვლა არ შეუძლიათ. ეს წესი ვრცელდება ნებისმიერი ქვეყნის სომეხ მოქალაქეზე და არ აქვს მნიშვნელობა თუკი მათი გვარი „იანზე“ ბოლოვდება. გამოდის, რომ ყარაბაღელები მარტაკერტში იცხოვრებენ, მაგრამ განჯის ბაზარში ვერ ივლიან? და თუ ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, იმსახურებენ თუ არა აზერბაიჯანის ჯარში? საფაროვი, როგორც ოფიცერი როგორ წარმოგიდგენიათ?
ამბობენ, რომ ყველა ამ ადამიანს, ვინც აზერბაიჯანში იცხოვრებს, იგივე უფლებები ექნება, რაც აზერბაიჯანელს. და რა უფლებები აქვთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს? აზერბაიჯანში მონარქიაა: 1969 წლიდან მას ერთი ოჯახი მართავს. არც არჩევნები აქვთ, არც ოპოზიცია ჰყავთ. არ არის სიტყვის თავისუფლება. ამიტომ უკიდურესად ძნელი წარმოსადგენია ის ვერსია, რომელიც საჯარო გამოყენებისთვის ითქვა. შეიძლება წარმოვიდგინოთ ეთნიკური წმენდა, რადგან ეს უკვე მოხდა. ასევე შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ სიტუაცია დაახლოებით იგივე დარჩება, რაც ახლაა, რადგან ამ დროისთვის იქ რუსი სამშვიდობოები არიან. ასევე შესაძლებელია წარმოვიდგინოთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გაწევ-გამოწევა ესკალაციებთან ერთად.
– რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა?
ასეთ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ფაქტია, რომ ეს საკმაოდ სერიოზულ გარემოებებზეა დამოკიდებული, რომლებიც ყარაბაღის ფარგლებს გარეთ ვითარდება: ომი უკრაინაში, დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, თურქეთის ვითარება. ის, რაც ახლა ყარაბაღში ხდება, უკრაინის ომის პირდაპირი შედეგია. მის დაწყებამდე, რატომღაც, მშვიდობიანი გარემოსდამცველები არც ისე შეშფოთებულნი იყვნენ აზერბაიჯანში გზების გადაკეტვით. ომის დაწყებამდე ისეთი ესკალაციები, რომელიც მისი დაწყებისას ხდება, არ მომხდარა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის როლი რეგიონში იცვლება და იცვლება იმიტომ, რომ უკრაინაში ომია. დასავლეთის პოზიცია ომამდე და მის შემდეგ განსხვავებული იყო. თითქმის ყველაფერს, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებად აღიქვამს.
– რა ან ვინ შეიძლება გახდეს ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების გარანტი, თუ შეიძლება საერთოდ უსაფრთხოების გარანტიაზე ვისაუბროთ?
– ამ ქვეყნებს შეუძლიათ უსაფრთხოების გარანტიები გახდნენ. თანამედროვე გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ მსგავსი კონფლიქტები ძალის გამოყენებით წყდება. გარანტიები არ გაიგება ისე, როგორც სომხეთში ჰგონიათ: თითქოს ვინმე გარედან მოვა, პირობებს მისცემს და მის უსაფრთხოებას ადგილობრივი აქტორების გარეშე დაიცავს. ვიცით, რომ არსებობენ მოთამაშეები – ამერიკა, ირანი, საფრანგეთი, ავსტრალია, რაც ძალიან სერიოზული ძალაა. ზომების გარკვეული სისტემა, რომელიც შეიძლება მსოფლიო საზოგადოებამ გამოიყენოს, მოქმედებს, მაგრამ შედეგი არ გამოაქვს. ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბაქომ პოლიტიკა შეცვალოს.
– რა როლს ასრულებენ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღსა და ევროკავშირის სამონიტორინგო მისიაში? როგორ იქცევიან და არის თუ არა ეს სწორი?
– რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცლეს უზრუნველყოფენ. თუ რუსი სამშვიდობოები წავლენ, სტეფანაკერტი შეწყვეტს იმ სახით არსებობას, როგორიც არის. (…) ბევრი რამის ვალდებულება აქვთ, მაგრამ არ აკეთებენ. ამიტომ შესაძლოა ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ორი გზით გადაწყდეს – პირველი ხალხთან საუბარია, რაც აზერბაიჯანს არ სურს, მეორე კი ყველას მოკვლა ან გაძევება. ამისათვის ფართომასშტაბიანი ომია საჭირო და უნდა დაიხოცონ არა მარტო სომხები, არამედ რუსებიც. ხოლო რუსეთი იძულებული იქნება მას ყურადღება მიაქციოს.
ევროპელები კი ეკრანები არიან, რომლებიც სიტუაციას აკვირდებიან. თავიდან მათში 200 კაცი შედიოდა, შემდეგ 100-მდე შემცირდა. საზღვარზე რეალურად 60-მდე ადამიანი მოძრაობს, დანარჩენი 40 ერევანში ზის. ეს ადამიანები საზღვრის 400 კილომეტრს გადიან, მონიტორინგი შეუძლიათ და მათი შედეგები ბრიუსელში იგზავნება. ეს სასარგებლო და სწორი საქმიანობაა, რადგან თუ აქ მხოლოდ რუსეთი დარჩება, პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად არ აისახება. მაგრამ სიტუაციას ვერ შეცვლიან, ეს არ არის მათი როლი.