ახალქალაქურად ღიმი, სომხურად შუშანი და რუსულად ბუტენი – მცენარე, რომელიც ოდესღაც ბუნების უსასყიდლო საჩუქარი იყო, ახლა მოყვარულთათვის საკმაოდ რთული საპოვნელია.

ghemi3

ღიმისგან გემრიელ მწნილებს ამზადებენ, მიირთმევენ როგორც ახალს, ისე მოხარშულს ან შემწვარ კვერცხთან ერთად. წარსულში ღიმს ოჯახები ხალისით კრეფდნენ. ახლა მისი რაოდენობა შემცირდა, უმრავლესობას მისი კრეფის არც დრო აქვს და არც სურვილი, თუმცა ის მაინც საყვარელი დელიკატესად ითვლება.

მყიდველებს კი ეჭვი ეპარებათ, მცენარე სუფთა მინდვრებიდან მოკრიფეს, თუ ქიმიკატებით დაამუშავეს. ის ძირითადად მარცვლეულის მინდვრებში ხარობს, მფლობელები კი ხალხს ღიმის მოკრეფის უფლებას არ აძლევენ, თუ მცენარეს საერთოდ იპოვიან.

ღიმი ახალქალაქის ბაზრობაზე 10 ლარად მაშინ იყიდება, როცა მყიდველი მთელ ტომარას იღებს. კითხვაზე, თუ სად კრეფენ ამ ბალახს, ზოგიერთმა გამყიდველმა არ გვიპასუხა, ზოგმა კი თქვა, რომ საკუთარ მინდვრებში მოიპოვებს.

„ჩემს მინდორში, თოთხამში ვკრეფ. რადგან ვიცი, რომ ჩემი მინდვრებს არ არის შეწამლული, შემიძლია ვთქვა, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა“, – ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

აღნიშნავს, რომ წელს ღიმის ის რაოდენობა აქვთ, რაც წარსულში ჰქონდათ. გასული წლიდან არც ფასი შეცვლილა.

ghemi2

ღიმი ველური მცენარეა და კულტურის სახით იშვიათად მოჰყავთ. მისი მოკრეფა ძალიან რთულია, ამიტომ იყიდება მაღალ ფასში.

მყიდველები ამ ფასს გამართლებულად თვლიან, რადგან ესმით, რომ ღიმი ძნელი საკრეფია.

„თითოეული ღერის ამოსაღებად უნდა დაიხარო, მოჭრა, ზედმეტი გადააგდო. თავად მწნილებს არ ვაკეთებ და არც ბევრი მჭირდება“, – ამბობს დელიკატესის ერთ-ერთი მყიდველი.

„მწნილისთვის 10 ლარი ძალიან მაღალი ფასია. მაგრამ რა ვქნათ, ეს ჩვენი საყვარელი მწნილეულია, ამიტომ ვიხდით. მინიმუმ 10 კგ-ს ვყიდულობთ. კილოგრამი 7-8 ლარი რომ ღირდეს, მისაღები იქნებოდა“, – განმარტავს კიდევ ერთი მომხმარებელი.

ghemi4