წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც ჯივანის მასივსა და ქალაქს შორის მდებარე ხეობაში გადის, მრავალი წელია სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არქონას უჩივიან. მათთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა გზის მოასფალტებაა, თუმცა სახლების წინ ღია კანალიზაცია, ხიდიდან ჩამოყრილი ნაგავი და ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი სახიფათო ბილიკი აქტუალური საკითხებია.

poxoc2

მარაბიან მარიამის სახლი ყოფილი სამხედრო ქალაქის ხიდის ქვეშ მდებარეობს. ის გზის დაგებული ნაწილიდან ყველაზე შორსაა. მარიამი მარტო ცხოვრობს, არც მანქანა ჰყავს და არც ადამიანი, რომელიც მის დახმარებას შეძლებს. პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როცა სახლისთვის სასურსათო ნივთების ყიდვა სჭირდება – ფქვილის ტომრები, შაქარი და ა.შ. მანქანები სახლიდან შორს, იქ ჩერდება, სადაც ასფალტი მთავრდება, შემდეგ კი ყველაფერი მექანიკური ეტლებით უნდა გადაიტანოთ. მარიამი უგზოობის გარდა ღია კანალიზაციაზეც ჩივის, რომელიც მის სახლთან გადის.

poxoc

„აი, ჩვენი მდგომარეობა: იქ შეხედეთ, ნაგავს ხედავთ? მატრასები, “პამპერსები”, ყველაფერი იქ არის გადაყრილი, აქ  კანალიზაციაა. ასეთი რამ არსად არ ხდება – ადამიანმა კარი გააღოს და მისი სახლის წინ ღია საკანალიზაციო სისტემა გადიოდეს“, – აღნიშნავს მარიამ მარაბიანი.

ქუჩის გარკვეული ნაწილი რამდენიმე წლის წინ მოასფალტდა, დანარჩენი, დაახლოებით 300 მეტრი კი ჯერ ხელუხლებელია.

„მერიას რამდენჯერმე, უნანიან იურიკისას მივმართეთ. მაცხოვრებლების ხელმოწერილი განცხადებაც შევიტანეთ. ან არ გვპასუხობენ, ან ამბობენ, რომ თანხები არ აქვთ“, – განმარტავენ უბნის მცხოვრებლები.

poxoc4

poxoc5

პრობლემა წარმოიქმნება არა მხოლოდ სავალ ნაწილზე, არამედ ვიწრო საცალფეხო ბილიკზე, რომელიც შემაღლებულზე დგას. ზამთარში ტერიტორია კიდევ უფრო საშიში ხდება.

poxoc3

„აქ არც სასწრაფო და არც ტაქსი მოდის, არც მანქანები გვყავს, საჭმელს ეტლით ვატარებთ, ერთხელ ბრეზენტითაც მოვათრევდი. ბილიკი ბავშვებისთვის ძალიან სახიფათოა, ქვები ცვივა და თავად აგვყავს. ზამთარში მანქანები საერთოდ არ მოძრაობენ“, – აღნიშნავს თერეზა დარბინიანის ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები.

Jnews-ის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გვიპასუხა:

„როგორც ქალაქის სხვა მსგავს მონაკვეთებზე, რომლებიც ბევრია, როგორც უკვე გითხარით, პროექტს წელსაც შევიმუშავებთ. მომავალ წელს შევეცდებით ყველა ეს პრობლემა ეტაპობრივად მოვაგვაროთ”.

აღნიშნა, რომ ახალქალაქის მერად ყოფნის პერიოდში მერიას ამ ტერიტორიის მცხოვრებლებისგან განცხადება არ მიუღია.

„შარშან იქ საფეხმავლო ბილიკი გავამყარეთ და 25 000 ლარი დავხარჯეთ. ყველაფერს ნელ-ნელა გავაკეთებთ, კანალიზაციის პრობლემაც ცნობილია, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, უნდა წავიდეთ და ადგილზე ვნახოთ”,- დაამატა მან.