გირეკავენ ახლობლის სესხზე? – რა უფლებები აქვთ ბანკებსა და პრობლემურ სესხების მენეჯერებს

გირეკავენ ახლობლის სესხზე? – რა უფლებები აქვთ ბანკებსა და პრობლემურ სესხების მენეჯერებს

როდესაც ისინი უკავშირდებიან პირს, რომელიც არ არის მსესხებელი, ანუ მსესხებლის ნათესავებსა თუ მეზობლებს, და ეკითხებიან, იცნობენ თუ არა კონკრეტულ ადამიანს, ეს ფაქტობრივად პერსონალური მონაცემების დარღვევაა“, — განაცხადა ადვოკატმა გიორგი ქათამაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „შენი დრო“.
მისი თქმით, დადგენილი წესის თანახმად, ალტერნატიულ საკონტაქტო პირთან დაკავშირებული კრედიტორი უნდა მოერიდოს ზარის მიზნის/მიზეზის გამჟღავნებას და შემოიფარგლოს მხოლოდ იმ კითხვით, იცნობს თუ არა ის კონკრეტულ ადამიანს.
ადვოკატი განმარტავს, რომ კომუნიკაციის ეს წესები მკაცრად არის განსაზღვრული როგორც ბანკების, ისე იმ «კოლექტორული ორგანიზაციების» შემთხვევაში, რომლებზეც ხშირად იყიდება «ცუდი» და პრობლემური სესხები.
მოდით, ასევე შევეხოთ საკითხს იმის შესახებ, როდესაც უკავშირდებიან პირებს, რომლებიც არ არიან მსესხებლები – ანუ მსესხებლის ნათესავებსა თუ მეზობლებს -და ეკითხებიან, იცნობენ თუ არა კონკრეტულ ადამიანს.
როდესაც მსგავსი ორგანიზაცია გვიკავშირდება, ეს ფაქტობრივად პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევაა, ვინაიდან თვითონ ბანკი იცავს მსესხებელთან კომუნიკაციის შემდეგ წესს: თუ მსესხებელი უთითებს ნათესავის ან ოჯახის წევრის საკონტაქტო ინფორმაციას, ან დამატებით ტელეფონის ნომერს, ნებისმიერმა კრედიტორმა თავი უნდა შეიკავოს საკონტაქტო პირის ადგილმდებარეობის/დარეკვის მიზეზის გამჟღავნებისგან და უბრალოდ იკითხოს, იცნობს თუ არა ის ამ ადამიანს.
თუმცა, პრაქტიკაში ხშირად დავკვირვებივარ და პირადადაც შევხვედრივარ სიტუაციებს, როდესაც ადამიანები ურეკავენ, წარადგენენ თავიანთ ორგანიზაციას და შემდეგ ეკითხებიან, იცნობენ თუ არა კონკრეტულ პირს.
როდესაც ისინი წარგვიდგებიან, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს კოლექტორული სააგენტოა, რადგან სხვა შემთხვევაში ამ თანხებთან დაკავშირებით არ დაგვიკავშირდებოდნენ. ამ ეტაპზე ისინი ახდენენ მოვალის იდენტიფიცირებას და მისი პერსონალური ინფორმაციის სხვისთვის გადაცემას — ატყობინებენ, რომ ამ ადამიანს სესხი აქვს.
„ეს პერსონალურ მონაცემთა უფლებების დარღვევაა და თუ მოქალაქეებს აქვთ რაიმე პრეტენზია/საჩივარი, მათ შეუძლიათ მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რის შემდეგაც გაეცემათ შესაბამისი პასუხი“, — ამბობს გიორგი ქათამაძე.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე