ავტომობილის ტექინსპექტირება ხშირად დამატებით დროსთან და დაგეგმვასთან ასოცირდება, რაც ბევრ ავტომფლობელს დისკომფორტს უქმნის.
იმისათვის, რომ ტექდათვალიერება მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი გახდეს, გრინვეის ვებგვერდი მძღოლებს საშუალებას აძლევს, ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული პროცესები დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მართონ.
ინსპექტირების ვადის გადამოწმება წამებში
ხშირად ჯარიმისა თუ გაუგებრობის მიზეზი უბრალოდ თარიღის დავიწყება ხდება. greenway.ge-ზე ვიზიტისას, მთავარ გვერდზე მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მითითებაა საჭირო, რის შემდეგაც სისტემა მომენტალურად გიჩვენებს ტექდათვალიერების ზუსტ ვადას.
იმისათვის, რომ თარიღი არ გამოგრჩეს, ვებგვერდზე SMS შემახსენებელი სერვისის გააქტიურებაც შეგიძლია. სისტემა ავტომატურად შეგატყობინებს მოახლოებულ ინსპექტირებას შენთვის სასურველი პერიოდულობით (მაგალითად, 30 და 3 დღით, ან 14 და 1 დღით ადრე).
ონლაინ ჯავშანი – დაივიწყე რიგში დგომა
ვადის დაზუსტების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია სასურველი ფილიალი და ვიზიტის დრო წინასწარ დაჯავშნოს https://greenway.ge/booking-ზე. ვებგვერდზე ჩანს თავისუფალი საათები, რაც საშუალებას გაძლევს, აირჩიო შენთვის ყველაზე ხელსაყრელი მონაკვეთი.
„გრინვეის“ სერვისცენტრებში მისვლა ჯავშნის გარეშეც შესაძლებელია, წინასწარი ჩაწერა უბრალოდ დროსა და ზედმეტ ლოდინს აგარიდებს თავიდან.
სწრაფი ონლაინ ანგარიშსწორება
ვიზიტის დაჯავშნისას მომსახურების საფასურის გადახდა იქვე, ვებგვერდზეა შესაძლებელი საბანკო ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. თუმცა, გადახდა სავალდებულო არ არის – მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ადგილზე, ფილიალში გადახდაც.
გაითვალისწინე, რომ ონლაინ გადახდილი მომსახურება ადგილზე მისვლისას დროს საგრძნობლად ზოგავს: სერვისცენტრში მხოლოდ ტექპასპორტის წარდგენა გიწევს.
ხელმისაწვდომი სერვისცენტრები მთელ საქართველოში
გრინვეი მთელი ქვეყნის მასშტაბით 32 ტექინსპექტირების ცენტრს აერთიანებს, რომელთა ჩამონათვალსაც ნახავ https://greenway.ge/service-centers-ზე. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი, ისე სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტზე მორგებული ფილიალები.