ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში: რამდენს მოიხმარენ თბილისისა და რეგიონების მცხოვრებლები

ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში: რამდენს მოიხმარენ თბილისისა და რეგიონების მცხოვრებლები

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (GNERC) ენიჭება უფლებამოსილება, დაადგინოს დიფერენცირებული ტარიფები როგორც წყლის, ისე ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე. კერძოდ, ცვლილებების შედეგად, GNERC-ს შეეძლება წყალმომარაგებაზე განსხვავებული ტარიფები 2036 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში — 2038 წლის 1 იანვრამდე, საყოფაცხოვრებო აბონენტების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით. BusinessPressNews-ი საქართველოში ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო მოხმარების მაჩვენებლებით დაინტერესდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების რაოდენობა 64 683-ით გაიზარდა და წლის ბოლოს 1 668 471 შეადგინა. აქედან 1 596 403 საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იყო, ხოლო 72 068 — არასაყოფაცხოვრებო.
GNERC-ის სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაზის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1 360 415-ს შეადგენდა, ხოლო არააქტიურის — 307 924-ს.
რაც შეეხება გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტების რაოდენობას, ანგარიშის თანახმად, 2025 წელს შპს „Tbilisi Energy“-ს 622 517 აბონენტი ჰყავდა (37%), შპს „SOCAR Georgia Gas“-ს — 599 595 (36%), სს „საქორგაზს“ — 314 872 (19%), ხოლო გაზის განაწილების დანარჩენ ლიცენზიატებს — 131 334 (8%).
GNERC-ის განმარტებით, მოსახლეობისა და საწარმოების უმრავლესობა ბუნებრივ აირს საკვების მოსამზადებლად, წყლის გასაცხელებლად და საცხოვრებელი ფართების გასათბობად იყენებს.

GNERC-ის 2025 წლის ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით, BusinessPressNews-ი რეგიონების მიხედვით თითო მცხოვრებზე ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების მაჩვენებლებს წარმოადგენს:
თბილისი — 1 304 კუბური მეტრი;
მცხეთა-მთიანეთი: ქალაქი — 1 772 კუბური მეტრი, სოფელი — 1 953 კუბური მეტრი;
სამცხე-ჯავახეთი: ქალაქი — 1 748 კუბური მეტრი, სოფელი — 1 756 კუბური მეტრი;
შიდა ქართლი: ქალაქი — 1 416 კუბური მეტრი, სოფელი — 1 098 კუბური მეტრი;
ქვემო ქართლი: ქალაქი — 1 059 კუბური მეტრი, სოფელი — 1 305 კუბური მეტრი;
კახეთი: ქალაქი — 1 307 კუბური მეტრი, სოფელი — 1 067 კუბური მეტრი;
აჭარა: ქალაქი — 1 061 კუბური მეტრი, სოფელი — 1 180 კუბური მეტრი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქალაქი — 1 016 კუბური მეტრი, სოფელი — 742 კუბური მეტრი;
იმერეთი: ქალაქი — 942 კუბური მეტრი, სოფელი — 742 კუბური მეტრი;
გურია: ქალაქი — 970 კუბური მეტრი, სოფელი — 668 კუბური მეტრი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ქალაქი — 1 048 კუბური მეტრი, სოფელი — 503 კუბური მეტრი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე