აბული“ 26-ე ტურში თბილისის „უქმერიონს“ დაუპირისპირდება

აბული“ 26-ე ტურში თბილისის „უქმერიონს“ დაუპირისპირდება

30 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის 26-ე ტურის ფარგლებში, ახალქალაქის სპორტული სკოლის გუნდი „აბული“ გასვლით მატჩს თბილისის „უქმერიონთან“ გამართავს.
შეხვედრა თბილისში, ვაკის რაიონში შედგება. მატჩის დაწყება 13:30 საათზეა დაგეგმილი.
საქართველოს ჩემპიონატში „აბულმა“ 25 მატჩი ჩაატარა. აქედან გუნდმა 15 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8-ჯერ დამარცხდა. გუნდმა 63 გოლი გაიტანა და 46 გაუშვა, ბურთების სხვაობა +17-ს შეადგენს. სულ „აბულმა“ 47 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე