17 ივნისს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სამედიცინო შემოწმება ჩატარდება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი მოსახლეობას მოუწოდებს, შემოწმებაზე აუცილებლად წავიდნენ, რადგან მათ ჯანმრთელობას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შეამოწმებენ.
„შაბათს თბილისიდან სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებიც, ჩვენი დახმარებით, პირებს შეამოწმებენ. კონსულტაციები ძირითადად არტერიულ წნევას ეხება – აპარატით გაზომავენ და ისე შეაფასებენ“, – განმარტავს სირანუშ ტონაკანიანი.
იგი აღნიშნავს, რომ შესაძლოა სპეციალისტებმა დანიშნულებებიც გასცენ.