ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 11 ობიექტი გაიტანა, საიდანაც 2 ობიექტი ქირავდება, დანარჩენი კი იყიდება. გამოფენილ ობიექტებს შორის არის 2 საცხოვრებელი სახლი.
წარმოგიდგენთ ობიექტებს და მიწის ნაკვეთებს ახალქალაქში, რომლებიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაქირავებლად და გასაყიდად გაიტანა.
1. ჭავჭავაძის №3 სკოლის შენობაში (ქართული სკოლა) გამოუყენებელი ფართი გაქირავებულია სკოლის სასადილოს ფუნქციონირებისთვის (სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით). გათვალისწინებულია ერთი წლის ვადით 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე. ქირავდება 550 ლარი, 2 ოთახიანი, ფართი 145.7 კვ.მ. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი. მისამართი თამარ მეფის ქუჩა №33.
2. საქართველოს მე-3 სკოლაში სკოლის სპორტული დარბაზი (ფართი 342 კვ/მ) ასევე ერთი წლის ვადით ელექტრონულ აუქციონზეა გატანილი საქმიანობისთვის, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სკოლაში სასწავლო პროცესს. იჯარის გადასახადი წელიწადში 650 ლარი (საწყისი ფასი). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი.
გასაყიდად არის გატანილი სახლები:
ახალქალაქში მაშტოცის ქუჩის №81 სახლი, 77,50 კვ/მ, საწყისი ფასი 42 000 ლარი. მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 დეკემბერი.
სახლი ახალქალაქში მალხასიანის ქუჩა №20-ზე მიწის ნაკვეთით 298 კვ/მ. საწყისი ფასი 36750 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი.
გასაყიდად გატანილი შენობები და მიწის ნაკვეთები:
1. სოფელ დილისკაში ყოფილი მეფრინველეობის ფერმის შენობა 179 396 კვ/მ, საწყისი ფასი – 340 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 დეკემბერი.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ კარწახში 127 558 კვ/მ ფართობი, საწყისი ფასი – 178 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 დეკემბერი.
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა ასოფელ ვაჩიანში 15 905 კვ/მ ფართობით, საწყისი ფასი – 29 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 დეკემბერი.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა სოფელ ხოსპიოში 46089 კვ/მ ფართობით, ცალ-ცალკე 13781 კვ/მ, 9704 კვ/მ, 2704 კვ/მ, 4646 კვ/მ და კიდევ 4646 კვ/მ მიწის ნაკვეთები და მათზე არსებული შენობები. საწყისი ფასი 170000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 20 დეკემბერი.
5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მშენებლობა 14204 კვ/მ სოფელ თახჩაში, საწყისი ფასი – 67500 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 18 დეკემბერი.
6.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები 25056 კვ/მ, სოფელ გოგაშენში, საწყისი ფასი 31500 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 19 დეკემბერი.
7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ ტურცხში 12700 კვ/მ, საწყისი ფასი 85000 ლარი. განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 15 დეკემბერი.