ახალქალაქი-ახალციხის გზაზე ათობით დიდი ხე დგას, რომელთა უმეტესობა უკვე დალპა და მოჭრა სჭირდება. ძლიერი ქარის დროს ისინი დიდ საფრთხეს უქმნიან, როგორც ქვეითებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს.
23 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ამ გზაზე მძღოლების საზრუნავი გაორმაგდა. იმ დღეს, ახალციხე-ახალქალაქის გზაზე ძლიერი ქარის შედეგად ორი დიდი ხე წაიქცა, შედეგადაც ელექტროგადამცემი სადენები დაზიანდა. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
«ასეთი ძველი ხეებია არა მხოლოდ ამ გზაზე, არამედ ახალციხეშიც, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ხალხს. ამ ხეების დატოვების მნიშვნელობა უბრალოდ გაუგებარია. ელოდებიან სანამ ადამიანს არ გაჭყლეტს, რომ, მხოლოდ ამის შემდეგ მოჭრან?», – ამბობს მარტიროსი, რომელიც დღეში რამდენჯერმე მოძრაობს ამ გზაზე.
აღვნიშნავთ, რომ გამოუსადეგარი ხეების მოჭრის ელექტრონული კონკურსი უკვე გაიმართა. გაიმარჯვა კომპანია «მეგობრობა -5»-მა. კონტრაქტის გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.
ამგვარად, ხე მოიჭრება შემდეგ ქუჩებზე:
ქალაქი ახალქალაქი:
1. დარბინიანის ქუჩა – 2 ხე
2. აზატუთიანის ქუჩა – 1 ხე
3.1 ხე რუსულ სკოლასთან,
4. ახალქალაქის საავტომობილო გზა (ახალციხე-ახალქალაქის შესასვლელთან) – 10 ხე
5. თუმანიანის ქუჩა – 1 ხე
6. მაშტოცის ქუჩა (თუმანიანის სკოლის მახლობლად) – 9 ხე
7. წერეთლის ქუჩა – 1 ხე
8. აგამალიანის ქუჩა – 1 ხე
9. აღმაშენებლის ქუჩა – 1 ხე
10. დემირჩიანის ქუჩა – 1 ხე
11. სანაპიროს ქუჩა – 1 ხე.
სულ 29 ხის მოჭრაა დაგეგმილი.
ხეების მოჭრა ასევე უნდა განხორციელდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში.
1. სოფელ ბუღაშენში (ქალაქიდან 22 კმ-ში) – 5 ხე
2. სოფელ ბარალეთში (ქალაქიდან 20 კმ-ში) – 13 ხე
3. სოფელ კარწახში (ქალაქიდან 30 კმ-ში) – 12 ხე
4. სოფელ ხულგუმოში (ქალაქიდან 5 კმ-ში) – 5 ხე
დაგეგმილია სულ 35 ხის მოჭრა.
ხეების მოჭრის პროცესი როდის დაიწყება, შპს «მეგობრობა-5» არ გვატყობინებს, ეს მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი. მათივე თქმით, ხეების მოჭრის სამუშაოები შესაძლოა შემოდგომით დაიწყოს.