საქართველოში საწვავის ისევ ძვირდება. ბოლო ერთ კვირაში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 7 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 20 თეთრამდე გაძვირდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 9 სექტემბრის მდგომარეობით, 5 დღეში საწვავი 3-დან 16 თეთრამდე უკვე გაძვირებული იყო. 6 სექტემბრის ვითარებით, 3 დღეში ფასი 7 თეთრამდე იყო მომატებული, ხოლო 16 სექტემბრის მდგომარეობით, 1 კვირაში ბენზინი დამატებით კიდევ 10 თეთრამდე, ხოლო დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Wissol
ეკო სუპერი – 4.54 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.47 ლარი)- ზრდა 7 თეთრი;
ეკო პრემიუმი – 4.09 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.04 ლარი) – ზრდა 5 თეთრი;
ეკო დიზელი – 4.87 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.77 ლარი) – ზრდა 10 თეთრი;
ევრო დიზელი – 4.83 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.73 ლარი) -ზრდა 10 თეთრი;
ევრო რეგულარი -3.89 ლარი (16 სექტემბრის ფასი 3.84 ლარი) – ზრდა 5 თეთრი.
Socar
ნანო სუპერი – 4.44 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.44 ლარი);
ნანო პრემიუმი – 4.02 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.02 ლარი);
ნანო ევრო რეგულარი – 3.82 ლარი (16 სექტემბრის ფასი 3.82 ლარი);
ევრო 5 დიზელი – 4.70 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.52 ლარი) – ზრდა 18 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი – 4.80 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.62 ლარი) – ზრდა 18 თეთრი;
Rompetrol
Efix სუპერი – 4.50 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.50 ლარი);
Efix ევრო პრემიუმი – 4.05 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.05 ლარი);
Efix ევრო რეგულარი – 3.84 ლარი (16 სექტემბრის ფასი 3.84 ლარი);
Efix ევრო დიზელი – 4.87 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.75 ლარი) – ზრდა 12 თეთრი;
ევრო დიზელი – 4.79 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.67 ლარი) – ზრდა 12 თეთრი;
Gulf
G-Force სუპერი – 4.55 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.49 ლარი) ზრდა 6 თეთრი;
G-Force პრემიუმი – 4.09 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.04 ლარი) – ზრდა 5 თეთრი;
ევრო რეგულარი – 3.89 ლარი (16 სექტემბრის ფასი 3.85 ლარი) ზრდა 4 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი – 4.85 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.65 ლარი) ზრდა 20 თეთრი;
ევრო დიზელი – 4.75 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.55 ლარი) ზრდა 20 თეთრი;
Portal
სუპერი – 4.19 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.14 ლარი) – ზრდა 5 თეთრი;
პრემიუმი – 3.99 ლარი (16 სექტემბრის ფასი 3.94 ლარი) – ზრდა 5 თეთრი;
ევრო რეგულარი – 3.79 ლარი (16 სექტემბრის ფასი 3.79 ლარი);
ევრო დიზელი – 4.74 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.59 ლარი) – ზრდა 15 თეთრი;
ეფექტური დიზელი – 4.64 ლარი (16 სექტემბრის ფასი 4.44 ლარი) – ზრდა 20 თეთრი.
Lukoil
სუპერი – 4.48 ლარი (16 სექტემბერი 4.40 ლარი)- ზრდა 8 თეთრი;
პრემიუმი დანამატებით – 4.03 ლარი (16 სექტემბერი 3.98) – ზრდა 5 თეთრი;
რეგულარი 3.83 ლარი (16 სექტემბერი 3.78 ლარი) – ზრდა 5 თეთრი;
ვრო დიზელი – 4.76 ლარი (16 სექტემბერი 4.67 ლარი) – ზრდა 9 თეთრი.
მაშინ, როდესაც საქართველოში ფასები იზრდება, მსოფლიო ბაზარზე საწვავი გაიაფების ტრენდს ინარჩუნებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობი (WTI) 102 დოლარიდან 90 დოლარამდე გაიაფდა, Brent-ის ტიპის საწვავზე ფასები კი 105 დოლარიდან 99 დოლარამდე შემცირდა.