კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშზე 1.157 მლრდ ლარის დასაკუთრებული ქონებაა – ლიდერი ბანკების სია

კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშზე 1.157 მლრდ ლარის დასაკუთრებული ქონებაა – ლიდერი ბანკების სია

2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშზე 1.157 მლრდ ლარის ღირებულების დასაკუთრებული ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული. დასაკუთრებული ქონების თითქმის 74.1% კი 2 ბანკზე მოდის.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:
თიბისი ბანკი – 463 933 989 ლარი
საქართველოს ბანკი – 393 995 588 ლარი
ბაზის ბანკი – 82 018 365 ლარი
ქართუ ბანკი – 57 453 612 ლარი
ტერა ბანკი – 52 530 837 ლარი
რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:
კრედო ბანკი – 40 411 485 ლარი; ვითიბი ბანკი – 24 416 532 ლარი; ლიბერთი ბანკი – 23 713 255 ლარი; ხალიკ ბანკი – 12 342 395 ლარი; ზირაათ ბანკი – საქართველო – 1 098 986 ლარი; პაშა ბანკი – 426 815 ლარი; იშ ბანკი საქართველო – 209 442 ლარი და პროკრედიტ ბანკი – 72 272 ლარი.
რაც შეეხება მიკრობანკებს, მესამე კვარტლის მდგომარეობით კრისტალის ანგარიშზე 3 394 902 ლარის. ემბისის კი 1 511 829 ლარის დასაკუთრებული ქონებაა.
ამასთან, 2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, სილქ-ბანკის, პეისერას, ჰეშ ბანკის და პეივ-ბანკ ჯორჯიას ანგარიშზე დასაკუთრებული ქონება არ ფიქსირდება.
ცნობისთვის, სებ-ის ინფორმაციით 2026 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე