თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს

ცოლ-ქმარი დიდუბეში ბინის გამო ჩაცხრილეს – “პირველებმა” დაადგინა, რომ დავის საგანი მოკლულ ცოლ-ქმარასა და დაკავებულ გია ძლიერაშვილს შორის შორის საბურთალოზე მდებარე 227 კვადრატული მეტრი ბინა იყო.
როგორც “ტვ პირველმა” გაარკვია, ქონება მოკლულმა, ნანა ფირანიშვილმა იძულებითი აუქციონის გზით გადაიფორმა, თუმცა სახლიდან ძლიერიშვილების გამოსახლეობას ვერ ახერხებდა.
როგორც “საბაში”, სადაც ნანა ფირანაშვილი იყო დასაქმებული “პირველებს” უყვებიან, ძლიერიშვილები აღსრულების ბიუროს სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, სწორედ ეს ვერ აიტანა ყოფილმა მფლობელმა, ნანა ფირანიშვილს და სოსო სუჯაშვილს კორპუსის სადარბაზოში ჩაუსაფრდა და ორივეს ავტომატური იარაღიდან ესროლა.
ქვეყანა ბინები ბანკებიდან იყიდება. ყველა დაგვღუპა ამ ბანკებმა. რა უნდოდათ ამ ნანასთან. საბურთალოზე ჰქონია წლები ეს ბინა და თურმე დღეს უნდა გამოესახლებინათ. ვერ გამოყავდა და დღეს უნდა გამოესახლებინა, ჩასაფრებია და მთლიანი მჭიდი დაუცლია. გიჟმა რაღა ამათ ესროლა, წადი და ბანკს ესროლე, რა გინდა ამ ქალისგან”, – ამბობენ “საბაში”.
მოკლული ცოლ-ქმარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული. როგორც “პირველებს” ეუბნებიან, ცხედრებს ყაზბეში მშობლიურ სახლში დღესვე გადაასვენებენ.
სისხლიანი გარჩევა დიდუბეში გუშინ ღამით მოხდა – ცოლ-ქმარი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ “საბაში” ვაჭრობდნენ. სწორედ “საბადან” სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ შეაიარაღებული პირი დახვდათ.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის გია ძლიერიშვილი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: კრიმინალი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე