სამცხე-ჯავახეთში უხვი თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი — ბაკურიანი — ახალქალაქის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გზის 30-ე კილომეტრიდან მე-60 კილომეტრამდე მონაკვეთზე, რომელიც ბაკურიანსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარს შორის გადის.
შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი თოვის გამო დაწესდა. ამასთან, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.