ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე ერთი წელია ჰემოდიალიზის საპროცედურო კაბინეტი გაიხსნა, რომლითაც 8 პაციენტი სარგებლობს. საავადმყოფოში ჰემოდიალიზის 4 აპარატი არის, რაც პაციენტების რაოდენობასთან შედარებით საკმაოდ ცოტაა. საავადმყოფოს მენეჯერი ახალი მოწყობილობების შეძენის სამუშაოებს ატარებს.
ათწლეულების განმავლობაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა აქვთ, თითქოს და გასულ წელს მოგვარდა, ახალქალაქის საავადმყოფოში ჰემოდიალიზის კაბინეტი გაიხსნა, მაგრამ ირკვევა, რომ ავადმყოფთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია.
„ყველაფერი ნორმალურია, ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი აპარატების რაოდენობა ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ 4 აპარატი გვაქვს. არის პაციენტები, დაახლოებით 30-35 ადამიანი ორი მუნიციპალიტეტიდან — ახალქალაქი და ნინოწმინდა — რომლებიც ძველებურად ახალციხეში დადიან“,- თქვა ალექსან თოროიანმა, ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა.
მოწყობილობების შესავსებად, მთავარმა ექიმმა წერილობით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ახალქალაქში ახალი სასწრაფო დახმარების შენობის განხის დროს ჩამოვიდა. მინისტრი დაპირდა, რომ წამოყენებულ საკითხს აუცილებლად მოაგვარებს.
ხაზს გავუსვამთ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია 8 პაციენტი ჰემოდიალიზის პროცედურას ახალქალაქში კვირაში სამი დღე იკეთებს: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: