დეკემბერში ახალქალაქის რეფერალურ კლინიკაში ჰემოდიალიზის საპროცედურო კაბინეტი გაიხსნა, სადაც 8 პაციენტს ორ ცვლაში ემსახურებიან. თავდაპირველად მხოლოდ 4 ჰემოდიალიზის აპარატი იყო, კიდევ 2 მიიღეს.
საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ინჟინრებს, რომლებიც ახლად მიღებულ აღჭურვილობას დაამონტაჟებენ.
„ჩვენ უკვე მივიღეთ ორი დიალიზის აპარატი, ველოდებით ინჟინრების მოსვლას სამონტაჟო სამუშაოების დასასრულებლად, უახლოეს დღეებში მივიღებთ საწოლებსაც და შევძლებთ მოვემსახუროთ კიდევ ოთხ პაციენტს, ანუ თუ ამჟამად 8 პაციენტი იკეთებს დიალიზს, მალე 12 პაციენტი შეძლებს დიალიზის მიღებას“, – გვაცნობა თოროიანმა.
ახლა პაციენტები ახალქალაქში ჰემოდიალიზს კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ღებულობენ. როგორც თოროიანი აღნიშნავს, მათი მთავარი მიზანია თანდათან გაიზარდოს დიალიზის აპარატების რაოდენობა, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ ყველა პაციენტს მოემსახურონ, როგორც ახალქალაქიდან, ისე ნინოწმინდიდან.
ჰემოდიალიზის ჩასატარებლად ახალციხელი ექიმები ახალქალაქში კვირაში სამი დღე ჩამოდიან.
„ეს საკითხი ძალიან პრობლემურია. სამ ექიმთან გვაქვს შეთანხმება, ერთი უკვე გადის გადამზადების კურსებს უმცროსი ექიმის კატეგორიის მოსაპოვებლად და ორთვიანი ტრენინგის შემდეგ დაიწყებს მუშაობას უფროსი ექიმის ხელმძღვანელობით, მეორე ექიმმა აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ჩათვლით რვათვიანი ტრენინგი უნდა გაიაროს, ხოლო მესამე მარტში მიიღებს სერთიფიკატს და ისიც გაივლის რვათვიან ტრენინგს“, – დაამატა ექიმმა.
საავადმყოფოს დერეფანში შევხვდით ჩვენს ერთ-ერთ გმირს, კოლია მანასიანს, რომელიც მრავალი წელია ჰემოდიალიზზეა. ახალქალაქის საავადმყოფოში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნის დღიდან ის უკვე იქ ღებულობს.
„კამყოფილი ვარ, კარგია, რომ აქ გაიხსნა, ახლოს არის, მოხვალ-წახვალ. თქვენ თვითონ იცით, რა საშინლად დაღლილები ვიყავით იმ გზიდან, 4 საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ გზაზე კიდევ უფრო ვიტანჯებოდით“, – ამბობს კოლია მანასიანი.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნას წლები დასჭირდა. ყოველ ჯერზე პრობლემა ჩნდებოდა და 30-ზე მეტ პაციენტს კვირაში რამდენჯერმე უწევდა ახალციხეში გამგზავრება. ახლა, როგორც ჩანს, ეს საკითხი თანდათან წყდება და უახლოეს მომავალში პრობლემა მთლიანად მოგვარდება.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ჰემოდიალიზის მოწყობილობა უკვე ახალქალაქის კლინიკაშია
ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრი გაიხსნა
ჰემოდიალიზის კაბინეტი გაიხსნა, თუმცა პრობლემა მთლიანად არ მოგვარებულა