ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 3 კვირაა ჰემოდიალიზის კაბინეტი ფუნქციონირებს. აღნიშნული მოვლენა სასიხარულო გახდა თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად იტანჯებოდნენ ახალქალაქიდან ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ჰემოდიალიზს ატარებდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ყველას არ უნდა უხარდეს, რომ ახალქალაქში ჰემოდიალიზის გაკეთება შეიძლება.

ახალქალაქის საავადმყოფოში 3 კვირაა ჰემოდიალიზს 8 პაციენტი გადის. კიდევ 5 ადამიანი ჯგუფიდან, რომლებიც ახალციხეში იმავე ტრანსპორტით მიდიოდნენ, კვლავ იძულებულნი არიან ახალციხეში “ხელოვნური თირკმლის” მომსახურებით სარგებლობისთვის გაემგზავრონ. ამასთანავე, ამ ადამიანებს ახლა ხარჯი დაემატათ.

„ახალციხეში მივდივარ, მაგრამ იქიდან პრაქტიკულად მკვდარი ვბრუნდები. კვირაში 3-ჯერ დავდივარ ჰემოდიალიზზე. მას შემდეგ რაც ცენტრი გაიხსნა ახალქალაქში, მიკროავტობუსი ახალციხეში არ მიდის, იძულებულები ვართ ტაქსით ვიმგზავროთ. წელიწადნახევარია ჰემოდიალიზზე ვარ. ახალციხეში 13 ადამიანი დავდიოდით, ახლა 8 ადამიანი ახალქალაქის საავადმყოფოში მიდის. დარჩა 5 ადამიანი. ხარჯები დიდია, გზა კლავს”,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრები.

საავადმყოფოს სჭირდება შესაბამისი ექიმები (კვალიფიცირებული ნევროლოგი ან თერაპევტი). ამჟამად საავადმყოფოში მუშაობს ექიმთა (ჩამომსვლელთა) ერთი გუნდი და 4 აპარატი, რომლებიც კვირაში 3 დღე მუშაობენ ორ ცვლაში და ემსახურებიან 8 პაციენტს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარებით. მუდმივად იტანჯებოდნენ ახალქალაქიდან ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ჰემოდიალიზს ატარებდნენ.

„პაციენტი ბევრია. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები არ გვაძლევს ამის საშუალებას.მოლაპარაკების პროცესში ვართ, გვინდა სხვა ექიმები მოვიწვიოთ, რომ რაოდენობა გაიზარდოს. კადრების პრობლემა გვაქვს. ბევრი პაციენტი კვლავ იძულებულია ახალციხეში მიიღოს ეს მომსახურება – 20 ადამიანი. როდის მოგვარდება ეს პრობლემა, ჯერ ვერ გეტყვით. ჩემზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ცალსახად დაინტერესებული ვართ, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს ეს დახმარება ადგილში, ვიპოვეთ თბილისელი ექიმი, მისგან პასუხს რამდენიმე დღეში მივიღებთ. თუ შევთანხმდებით, ადგილზე ჰემოდიალიზის მიღებას კიდევ 8 ადამიანი შეძლებს“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.

თირკმლის უკმარისობის მქონე ადამიანებმა მუდმივად უნდა გაიწმინდონ სისხლი ჰემოდიალიზის აპარატის გამოყენებით. ახალქალაქის ბევრი მცხოვრები იძულებული გახდა სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში წასულიყო, რათა ამ პროცედურის გავლა შეძლებოდა.

Jnews-ი არაერთხელ მოგიყვათ იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ბევრი სირთულის გავლა მოუწიათ, რომ ეცხოვრათ.