19 ივლისს, დილით ახალქალაქის რეფერალურმა კლინიკამ 10 ჰემოდიალიზის აპარატი მიიღო, რომელიც რემონტის შემდეგ კლინიკის სარდაფში უნდა განთავსდეს და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს მოემსახუროს.
კლინიკის მენეჯერი ალექსან თოროიანი სიხარულით აღნიშნავს, რომ ეს ნანატრი დღე საბოლოოდ დადგა და მოწყობილობა უკვე კლინიკაშია.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა სასიხარულო ამბავი, რომ დიდი ხნის ნანატრი დიალიზის პროგრამა საბოლოოდ განხორციელდა. ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამ სერვისს სირთულეებით იღებს სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, როგორიცაა ახალციხე, ბორჯომი, თბილისი, გიუმრი, ერევანი, იმისდა მიხედვით, თუ ვის რა შესაძლებლობები აქვს და ახლობლები ჰყავს. ახლა ჩვენ ახლოს ვართ ბოლო ეტაპთან – ჩვენი მოსახლეობისთვის დიალიზის სერვისის მიწოდების შესაძლებლობასთან. დღეს 10 დიალიზის აპარატი ჩამოვიტანეთ.
ცენტრი ჩვენი საავადმყოფოს სარდაფში იქნება, რომელიც გარემონტდება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნის შესაბამისად, რათა გვქონდეს დიალიზის განყოფილება შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, – თქვა ალექსან თოროიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია 6 საწოლი, დარჩენილი 4 მოწყობილობა კი საწყობში იქნება და საჭიროების შემთხვევაში საწოლების რაოდენობის გაზრდას შეძლებენ. თუმცა, მათი წინასწარი მონაცემებით, ორ მუნიციპალიტეტში 35 ან 37 პაციენტია, რომელთა მომსახურება 6 საწოლზე და ორ ცვლაშია შესაძლებელი.
ასევე, დიალიზის ცენტრს ექნება დასასვენებელი ოთახი, მოსაცდელი, გასახდელი, აბაზანა და სავალდებულო კავშირი ინტენსიური რეანიმაციულ განყოფილებასთან.
„არის შემთხვევები, როცა ეს პაციენტები საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას რეანიმაციის განყოფილებაში. ამიტომ მივიღეთ ასეთი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დიალიზის ცენტრები უნდა განთავსდეს საავადმყოფოებთან ახლოს ან არც ისე შორს, რომ საჭიროების შემთხვევაში შევძლით რეანიმაციის განყოფილებაში გადაყვანა. და არავინ იცის, როდის გაჩნდება ასეთი საჭიროება“, – თქვა ახალქალაქის რეფერალური კლინიკის მენეჯერმა ალექსან თოროიანნა.
საავადმყოფოს სარდაფის გარემონტების პროექტის სავარაუდო ღირებულება 734 000 ლარია. ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი სერტიფიკატის აღება და სპეციალისტები ნეფროლოგიის სპეციალობის 8 თვიან კურსებს გაივლიან. ამის შემდეგ ისინი სრულად დაიწყებენ მომსახურების გაწევას.
კითხვაზე, როდის შეძლებს დიალიზის ცენტრი პაციენტების მომსახურებას, თოროიანმა გვიპასუხა.
„თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, იანვრიდან დავიწყებთ მოსახლეობის მომსახურებას. ნეფროლოგიაში ტრენინგის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თერაპევტებსა და ქირურგებს (მაგრამ არა პედიატრიულ ქირურგებს). მინიმუმ ორი ექიმის მომზადებაა საჭირო და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური და ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ყველა სტანდარტს, პერსონალიდა ინფრასტრუქტურამდე.
რამდენიმე დღეში შენობის რეკონსტრუქციაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც კომპანია ”Evex”-ი ახორციელებს.
„ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტს, მერმა იცის, გუბერნატორმაც იცის, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრმაც კი, თუ კანონის ფარგლებში ნებას მისცემს მერიას გარკვეული პროცენტით მონაწილეობა მიიღოს დაფინანსებაში, ძალიან კარგი იქნება, თუ არა, მაშინ ეს პროექტი მაინც განხორციელდება“, – დაამატა მან.
თოროიანი ასევე განცხადებით წარდგა:
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო პაციენტებს ან პაციენტების მომვლელებს დამეხმარონ, რათა ერთხელ მაინც შევხვდე პაციენტებს, რათა მათთან განვიხილოთ გარკვეული საკითხები. მათი აზრი მაინტერესებს. მინდა მოვისმინო მათი შეთავაზებები, რადგან ამ ყველაფერს ერთ წელზე მეტია აკეთებენ და შეუძლიათ შემოგვთავაზონ ის, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უნდა გავითვალისწინოთ. თუ მათთვის მოსახერხებელია, ჩვენ მოვაწყობთ შეხვედრას, სადაც მათ სურთ“.