საქართველოში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა

საქართველოში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა

2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯის მოცულობამ ერთ ტრანზაქციაზე 108 ლარი შეადგინა .

თიბისი კაპიტალის” დანახარჯების აგვისტოს მონაცემებით, თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 74% და 26% შეადგინა .

“რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით .საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 94 ლარი შეადგინა .

ამავე თვეში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 186 ლარს გაუტოლდა”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე