სოფელი, სადაც ყველა პირობაა, თუმცა მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება (Photo)

სოფელი, სადაც ყველა პირობაა, თუმცა მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება (Photo)

ერთი შეხედვით, ამ დასახლებაში სოფლის ცხოვრების სურათი სრულყოფილი ჩანს: მწვანე ბაღები, ხილის ხეები, დამუშავებული მიწა, განათებული ქუჩები, ეკლესია და პოლიკლინიკა. თუმცა სოფელი გოდოლარი (ღადო) წლიდან წლამდე ცარიელდება. ხალხი ტოვებს ოდესღაც მრავალრიცხოვან სოფელს.
ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაგრამ ამავდროულად ქალაქთან ახლოს მდებარე ამ მყუდრო სოფელში, თითქოს ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. თუმცა ამ ლამაზი სურათის მიღმა იმალება პრობლემა, რომელიც წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო აშკარა ხდება: ღადოს მოსახლეობა მცირდება, ხოლო სოფლის მომავალი თანდათან იმაზე ხდება დამოკიდებული, თუ რამდენი ახალგაზრდა ოჯახი დარჩება აქ საცხოვრებლად.
სოფელში არის ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ქუჩები განათებულია, მოქმედებს ამბულატორია, სადაც საჭიროების შემთხვევაში თანასოფლელებს პირველადი დახმარების მიღება შეუძლიათ, ასევე არის ეკლესიაც.
x7
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება ყველაზე მეტად სოფლის სკოლაში შეიმჩნევა. ამჟამად გადოს საჯარო სკოლა 9-წლიანია და იქ 38 მოსწავლე სწავლობს. X-XII კლასების კიდევ 10 მოსწავლე სწავლას მეზობელი სოფლების სკოლებში აგრძელებს.
x5
ღადოს საჯარო სკოლის დირექტორის, ამბარცუმ მურადიანის თქმით, მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
„სკოლაში ბავშვების რაოდენობა თანდათან იკლებს. წელს ოთხი პირველკლასელი გვყავდა, სავარაუდოდ, მომავალ წელს საერთოდ არ გვეყოლება“.
სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდების გვიან დაქორწინებაა. გარდა ამისა, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც უმაღლეს განათლებას იღებს, სწავლის დასრულების შემდეგ ქალაქში რჩება, სადაც დასაქმებისა და პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ახალგაზრდა ოჯახებიც ხშირად ამჯობინებენ ქალაქში ცხოვრებასა და მუშაობას.
x2
სოფლის მცხოვრებლებთან საუბრისას ორ საინტერესო სურათს ვღებულობთ.
სოფელ ღადოს მცხოვრები, ვარაზდატ ჰარუთიუნიანი, რომელიც სოფლის საჯარო სკოლაში 27 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამბობს:
„დღეს ჩვენს სოფელში ყველაფერია. ჩვენს პაპებს რომ ენახათ, რა პირობებში ვცხოვრობთ, გაოცდებოდნენ. სოფლის ქუჩები განათებულია, სოფლის გზა უკვე ასფალტირებულია, გვაქვს გაზი და წყალი, კარგად ვცხოვრობთ. მადლიერი ვართ ჩვენი ხელმძღვანელობის, სოფელში სარწყავი წყალსაცავის მშენებლობისთვისაც. ვთესავთ ქერს, ხორბალს, კარტოფილს, ვდიევთ მესაქონლეობასა და მესოჭეობას, არ ვწუწუნებთ. მშვიდობას ვუსურვებთ მთელ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანას, მეტი არაფერი გვჭირდება, ვშრომობთ და ვცხოვრობთ“.

x3
კითხვაზე, თუ რა არის სოფელში მოსახლეობისა და სკოლაში ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზეზი, არტუშ ჰარუთიუნიანმა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სოფლის ვეტერინარად მუშაობდა, უპასუხა:
„დღეს ახალგაზრდები აღარ ქორწინდებიან. ისინი, ვინც უმაღლეს განათლებას ერევანში იღებენ, იქვე პოულობენ სამუშაოს. ზოგიერთი სამუშაოდ რუსეთში მიდის და იქ რჩება, ამიტომაც მცირდება სოფლის მოსახლეობა. თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებმაც თბილისში ისწავლეს, სოფელში დაბრუნდნენ, ოჯახები შექმნეს და ახლა ახალქალაქში მუშაობენ. ისინი ყოველდღე დადიან ქალაქში სამუშაოდ და უკან ბრუნდებიან“.
ღადოს ხანდაზმულ მცხოვრებლებს ახსოვთ წლები, როდესაც მოწესრიგებული გზა, გაზი, წყალი თუ ქუჩების განათება სოფელში ოცნება იყო. დღეს ამ პირობებიდან ბევრი მათგანისთვის უკვე რეალობად იქცა.
თუმცა ახალგაზრდებთან ურთიერთობისას სოფლის სურათი იცვლება. მათ უყვართ ღადოს, მიჯაჭვულნი არიან მშობლიურ კერას, სიამოვნებით ბრუნდებიან აქ, მაგრამ კვლავ აკლიათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სოფელში საკუთარი მომავლის ასაშენებლად: მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა.
x9
ძალიან მიყვარს ჩვენი სოფელი. სიამოვნებით ჩამოვდივარ აქ შაბათ-კვირას და დროს სოფელში ვატარებ. მაგრამ აქ სამუშაო არ არის. უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მინდა ვამუშაო. ახალქალაქში, ქირით ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და ბანკში ვმუშაობ. ძირითადად, ყველას ახალი გზებისა და ახალი შესაძლებლობებისკენ აქვს სწრაფვა. სოფელში ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია“, — ამბობს ანი.
x8
ახალგაზრდები სოფელს იმის გამო კი არ ტოვებენ, რომ ის არ უყვართ. ისინი მიდიან, რადგან აქ შეზღუდულია მომავლის ასაშენებლად საჭირო შესაძლებლობები.
ღადოს მაგალითი აჩვენებს, რომ სოფლის რეგიონების განვითარება უკვე აღარ ნიშნავს მხოლოდ ინფრასტრუქტურის არსებობას. გზები, გაზი, წყალი, განათება და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი პირობებია, თუმცა სოფელში ცხოვრების გასაგრძელებლად ასევე აუცილებელია სამუშაო ადგილები, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნების შესაძლებლობა და მომავლის ხედვა ახალგაზრდა ოჯახებისთვის.
x10
დღეს ღადოში არის მიწა, ბუნება, სახლი, ეკლესია, სკოლა და ადამიანების თაობა, რომლებსაც უყვართ სოფელი. მაგრამ თუ არ შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდების ცხოვრებისა და საქმიანობისთვის, დროთა განმავლობაში შესაძლოა გაქრეს ყველაზე მთავარი: მცხოვრებლები.
სოფელმა შეიძლება შეინარჩუნოს თავისი სახლი, მიწა, ბაღი და ეკლესია, თუმცა სოფელი სოფლად რჩება მანამ, სანამ მის ქუჩებში ბავშვების ხმა ისმის, ახალგაზრდობა შინ ბრუნდება, ხოლო ახალი ოჯახები საკუთარ მომავალს სწორედ აქ წარმოიდგენენ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე